
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხარაგაულის სერვისცენტრისგან მოპოვებული ინფორმაციით, დღეს, დღის ბოლომდე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელი ელექტროენერგიას მიიღებს, ძირულას ხეობის სოფლების გარდა.
რაც შეეხება ძირულას ხეობის სოფლებს, დაახლოებით ერთ საათში ქვესადგური ძაბვას მიიღებს. ამის შემდეგ ფიდერებს ჩართავენ.
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხარაგაულის სერვისცენტრის მენეჯერი ზაზა ნიქაცაძე ამბობს, რომ „ფიდერების ჩართვის შემდგომ ნათლად გამოჩნდება, თუ სადმე რაიმე დაზიანებაა, თოვლისგან გამოწვეული.
ძირულას ხეობის სოფლებში, უკვე მეოთხე დღეა, ელექტროენერგია ამორთულია და ფიდერის ჩართვამდე რთულია იმის დაბეჯითებით განსაზღვრა, თუ სად რა დაზიანება შეიძლება აღმოჩნდეს. ამ დრომდე, ვიზუალური დათვალიერებით, ასეთი დაზიანებები არ ჩანს“.
ზაზა ნიქაცაძე ამბობს, რომ „ამ დრომდე, პრობლემები იყო ლეღვანში, მარელისში, ხიდარში, ფარცხნალში, ლაშის ნახევარში. ეს სოფლები დღეს, 25 დეკემბერს, დღის ბოლომდე სრულად ჩაირთვება. თუმცა, არც ის არის გამორიცხული, რომ შესაძლოა, ინდივიდუალური დაზიანებები – ერთ, ორ, სამ ან ხუთ ოჯახთან – დარჩეს. ასეთ დაზიანებებს ხვალ დილიდან მივხედავთ.
რაც შეეხება ძირულას ხეობას, ერთ საათში, ქვესადგურზე რომ ძაბვას მივიღებთ და ფიდერებს ჩავრთავთ, უკვე დაზუსტებით გვეცოდინება, თუ სადმე არის დაზიანებები. ვფიქრობთ, ძირულას ხეობის სოფლების ნახევარი მაინც მიიღებს ამ საღამოს ელექტროენერგიას. იმედია, ისეთი სიურპრიზები არ დაგვხვდება, თეთრაწყაროსა და ფარცხნალის ფიდერზე რომ აღმოჩნდა, – ხე დაგვხვდა მოტეხილი და წუხელ, გვიან ღამით ვეღარ შევძელით მუშაობა“, – ამბობს ზაზა ნიქაცაძე.
მესამე დღეა, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხარაგაულის სერვისცენტრის თანამშრომლებს, მთელი მუნიციპალიტეტის მასშტაბით დაზიანებების აღმოფხვრაში სამი ბრიგადა ეხმარება დედოფლიწყაროდან, ახმეტიდან და ამბროლაურიდან.
მერვე წელია, მიხეილ ბანცაძე და ნესტან ტალახაძე ოჯახით გერმანიაში ცხოვრობენ.
მეშვიდე წელია, რაც მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის
ქართველ მსახიობსა და რეჟისორს, საქართველოს დამსახურებულ არტისტს,
ერთი თვეა, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ორი სოფლის –
16 ივლისის დღის მეორე ნახევრიდან 17 ივლისის დღის ბოლომდე