

მცირე ფერმერთა ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობას ნიადაგის დასამუშავებელი სასოფლო-სამეურნეო და აგრობარათები დაურიგდა.
„შარშან ვუთხარით მოსახლეობას, რომ აგრობარათები შეენახათ. თუ რომელიმე მათგანს აგრობარათი დაეკარგა, უნდა მიმართოს ლიბერთი ბანკს მის აღსადგენად. თუ დაკარგული ბარათი სხვა პირმა გამოიყენა, სამინისტრო ბარათის ნამდვილ მფლობელს ბარათზე ქულებს აღარ დაურიცხავს. 20 მარტიდან აგრობარათებზე 50 ლარის ოდენობის ქულები უკვე დაირიცხა,“ – ამბობს ხარაგაულის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის წარმომადგენელი ვაჟა მაჭავარიანი.
მისივე ინფორმაციით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ბარათი მიიღო 11 692 ბენეფიციარმა, აქედან 8 141 სახნავი ბარათია, 3 551 – აგრობარათი. 6 362-მა ფერმერმა სახნავი ბარათი გადასაცვლელად დააბრუნა. სახნავ ბარათს, ვაჟა მაჭავარიანის თქმით, ძირითადად იყებენ კიცხში, ვარძიაში, წყალაფორეთში, ღორეშასა და საღანძილეში. გამოუყენებელი ბარათები მარტის ბოლოს დაბრუნდება სოფლის მეურნეობის სამინისტროში, რის შემდეგაც ფერმერს აგრობარათზე 50 ქულის ზემოთ დაერიცხება ერთი ლარი და 25 თეთრი მიწის ფართობის მიხედვით.
სახნავი ბარათის მფლობელებს მიწას შპს „მექანიზატორი“ დაუმუშავებს. ხარგაულის მუნიციპალიტეტში სულ 4 512 ჰა სახნავი მიწის ფართობია. „შარშან კარგი მაჩვენებელი გვქონდა, ამბობს ვაჟა მაჭავარიანი, – დაიხნა 3 966 ჰა ფართობი. აქედან 813 ბენეფიციარის 412 ჰა მიწის ნაკვეთი შპს „მექანიზატორმა“ დაამუშავა, დანარჩენი კერძო ტექნიკითა და ხარებით დაიხნა. წელს საკუთარი ძალებით მოსახლეობამ უკვე დაამუშავა 52 ჰა მიწის ნაკვეთი.“
აგრობარათებით ქიმიკატებისა და სასუქის შეძენა ბარათის მფლობელებს საქართველოს ნებისმიერ ქალაქსა და მუნიციპალიტეტში სპეციალურ მაღაზიაში შეუძლიათ, ხარაგაულში კი სოლომონ მეფის ქ. #31-ში მდებარე მაღაზიაში.
შპს „მექანიზატორის“ ხარაგაულის სერვისცენტრის ხელმძღვანელის, ოლეგი კაციტაძის ინფორმაციით, მათი ცხრა ტრაქტორიდან მწყობრშია რვა ტრაქტორი. „დახვნის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. არახელსაყრელმა ამინდებმა შეგვიშალა ხელი. ამჟამად შპს „მექანიზატორის“ მიერ დახნულია 80-ზე მეტი ბენეფიციარის 40 ჰა მიწის ფართობი. ვფიქრობთ, აგროვადებს დავიცავთ,“ – ამბობს ოლეგი კაციტაძე.
14 ნოემბერს, დღის 14:00 საათზე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში
თბილისის წიგნის დღეების ფარგლებში კამპანიას – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ 12 გამომცემლობა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საგზაო უსაფრთხოების წესების
სინათლე არ უნდა ჩაქრეს! სწორედ ამიტომ მატარებელი კომიქსის გუნდმა გადავწყვიტეთ,
„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – გამომცემლობა „ინტელექტი“ უერთდება დამოუკიდებელი