ვერტყვიჭალაში, რიკოთის ავტობანის მშენებლობაზე, სამშენებლო საამქროს მსუბუქი კონსტრუქცია ჩამოინგრა.

ადგილობრივების ინფორმაციით, არის მსხვერპლი.

უბედური შემთხვევის შედეგად, ერთი ადამიანი გარდაიცვალა და საამქროში დასაქმებულმა ათმა ადამიანმა სხეულის დაზიანება მიიღო.
დაშავებულები გადაყვანილები არიან ზესტაფონის, ხაშურის და თერჯოლის სამკურნალო დაწესებულებებში. ამ ეტაპზე, არცერთის მდგომარეობა არ არის მძიმე.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო, სამაშველო, სასწრაფო დახმარების სამსახურები. გრძელდება გაწმენდითი სამუშაოები.
ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაწყებულია გამოძიება.