
ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის, მარინე ვეფხვაძესგან მოპოვებული ინფორმაციით, წყალაფორეთის სკოლაში დღეს, 22 დეკემბერს, სასწავლო პროცესი ვერ დაიწყო.
ამის მიზეზი დიდთოვლობაა.
„წყალაფორეთის სკოლის მოსწავლეები სექტემბრიდან თეთრაწყაროს სკოლის კორპუსში სწავლობენ და მიკროავტობუსით გადაადგილდებიან, – ამბობს მარინე ვეფხვაძე, – ერთგან გზაზე რთული მონაკვეთია და ამიტომ სკოლის ადმინისტრაციას ვურჩიეთ, დღეს სწავლის პროცესი შეაჩერონ.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ დანარჩენ 25 სკოლაში სწავლა ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს.
დ. ხარაგაულის სკოლებში გათბობა, უდენობის გამო, არ აქვთ. ამიტომ ხარაგაულის #2, #3 სკოლებში და სასულიერო გიმნაზიაში დღეს გაკვეთილების დროც შემცირებდება“.
მერვე წელია, მიხეილ ბანცაძე და ნესტან ტალახაძე ოჯახით გერმანიაში ცხოვრობენ.
მეშვიდე წელია, რაც მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის
ქართველ მსახიობსა და რეჟისორს, საქართველოს დამსახურებულ არტისტს,
ერთი თვეა, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ორი სოფლის –
16 ივლისის დღის მეორე ნახევრიდან 17 ივლისის დღის ბოლომდე