

ხარაგაულში ნიადაგის კვლევა მიმდინარეობს. პროექტს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხარაგაულის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური ახორციელებს და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.
წინასწარ შერჩეული 140 ხარაგაულელი ფერმერის ნიადაგების აგროქიმიური ანალიზი უფასოდ ჩატარდება. ისინი უფასოდ მიიღებენ ბიოენერგო პრეპარატსაც.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის მრჩეველი სოფლის მეურნეობის საკითხებში მურმან არჯევანიძე ამბობს, რომ 40 ფერმერის ნიადაგის ბიოქიმიური ანალიზი უკვე ჩატარდა. ამდენივე წაღებულია შესამოწმებლად. „სიმინდის დათესვამდე ორი კვირით ადრე კიდევ ჩავიტანთ ანალიზისთვის 40 ფერმერის ნიადაგს. პროგრამაში ჩავრთეთ ბორის, ხიდრის, კიცხის, წყალაფორეთის სკოლები, რომლებსაც აქვთ საცდელი მეურნეობები. სარგვეშის ეკლესიის ეზოში უნდათ ხეხილის გაშენება. 140 ერთეული ნიადაგის ნიმუშს შევამოწმებთ ლაბორატორიაში,“ – ამბობს მურმან არჯევანიძე.
ამ პროგრამის პარალელურად, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელშეწყობითა და USAD-ის დაფინანსებით ხორციელდება სამოდელო-საცდელი პროექტი – ნიადაგის შესწავლა საველე პირობებში.
„გადმოგვეცა ნიადაგის საანალიზო ხელსაწყო. 50 ნიმუში უკვე შევამოწმეთ წიფაში, ზვარეში, ჩრდილში, ხევში, ბორითში. ვიკვლევთ ნიადაგში კალიუმის, აზოტისა და ფოსფორის შემადგენლობას, მაგრამ ვერ ვაძლევთ რჩევას“, – ამბობს ხარაგაულის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის წარმომადგენელი ვაჟა მაჭავარიანი.
ნინო კაპანაძე
14 ნოემბერს, დღის 14:00 საათზე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში
თბილისის წიგნის დღეების ფარგლებში კამპანიას – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ 12 გამომცემლობა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საგზაო უსაფრთხოების წესების
სინათლე არ უნდა ჩაქრეს! სწორედ ამიტომ მატარებელი კომიქსის გუნდმა გადავწყვიტეთ,
„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – გამომცემლობა „ინტელექტი“ უერთდება დამოუკიდებელი