
სამუშაო ადგილებზე დასაქმებულთა უფლებებისა და უსაფრთხოების შემოწმება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებული შრომის ინსპექციის ვალდებულებაა.
ჩვენს ქვეყანაში შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დანერგვა 2015 წელს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის შექმნით დაიწყო. 2015 წლიდან 2018 წლამდე გარდამავალი პერიოდში ეს დეპარტამენტი მაკონტროლებელ ორგანოდ ჩამოყალიბდა, ხოლო ბიზნესს მიეცა მოსამზადებელი პერიოდი, რათა გაცნობოდნენ და დაეცვათ შრომის უსაფრთხოების თანამედროვე მოთხოვნები.
კანონი „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ 2018 წლის აგვისტოდან ამოქმედდა. 2019 წლის სექტემბრიდან კანონი გავრცელდა ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელ ყველა ობიექტებზე და შრომის უსაფრთხოების ნორმების შესრულებაზე კონტროლი დაიწყო.
შრომის ისნპექციის სამსახურში ამჟამად შრომის უსაფრთხოებისა და შრომის უფლებების ზედამხედველობის დეპარტამენტები მოქმედებს.
ამ სამსახურს აქვს ორი ტერიტორიული ორგანო – იმერეთსა და აჭარაში.
კორონავირუსის პანდემიის პირობებში შრომის ინსპექტორების საქმიანობას მთავრობისგან ამ მიმართულებით დაწესებული რეგულაციების მონიტორინგი დაემატა.
– შრომით ურთიერთობებში ყველაზე მთავარი – უსაფრთხო შრომა – კვლავ დიდი პრობლემაა, – ამბობს შრომის ინსპექციის სამსახურის შრომის უსაფრთხოებაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი მაია მიქაია, – 2020 წელს სამუშაო ადგილებზე დაიღუპა 39 და დაშავდა 249 დასაქმებული. უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილია 39 მამაკაცი, ხოლო დაშავებულია 24 ქალი და 225 მამაკაცი.
ზედამხედველობას „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ ორგანული კანონის მიხედვით ვახორციელებთ. ინსპექტირება ორი სახისაა – გეგმიური და არაგეგმიური. გეგმიური შემოწმებისას ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ პრიორიტეტულ საწარმოებს ვამოწმებთ.
არაგეგმიური შემოწმების საფუძველი შეიძლება გახდეს ობიექტზე მომხდარი უბედური შემთხვევა, შეტყობინება ან საჩივარი. შემოწმება მთელი საქართველოს მასშტაბით ხორციელდება და დარღვევის დადასტურების შემთხვევაში გათვალისწინებულია ფულადი ჯარიმა.
ეს სანქცია იმ შემთხვევაში გამოიყენება, თუ ობიექტზე ისეთი კრიტიკული შეუსაბამობაა, რომ ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას მყისიერად საფრთხე ემუქრება. ამ დროს სამუშაო პროცესს დაუყოვნებლივ ვაჩერებთ.
სხვა შემთხვევაში, დამსაქმებელს ვაფრთხილებთ, რომ დარღვევა გონივრულ ვადაში აღმოფხვრას. ეს გონივრული ვადა დამოკიდებულია დარღვევის სიმძიმეზე. შრომის ინსპექტორებისგან გადამოწმება დარღვევის სრულ გამოსწორებამდე გრძელდება.
2021 წელს განხორციელებულ შემოწმებებზე სრულყოფილი ინფორმაცია 2022 წლის დასაწყისში გამოქვეყნდება.
მნიშვნელოვანი გამოწვევაა ის, რომ დასაქმების ადგილებზე, უმრავლეს შემთხვევაში, შრომის უსაფრთხოების მენეჯერი არ ჰყავთ. ეს კანონით სავალდებულოა. ყველა სამსახურში უნდა იყოს შრომის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი აკრედიტებული პირი.
უსაფრთხოების მენეჯერის დანიშვნა დასაქმებულთა რაოდენობაზეა დამოკიდებული.
იქ, სადაც 20-მდე თანამშრომელია, უსაფრთხოების მენეჯერის ფუნქციებს დირექტორი ითავსებს; 20-დან 100-მდე დასაქმებულის შემთხვევაში – შრომის უსაფრთხოების ერთი მენეჯერია საჭირო; ხოლო თუ სამსახურში 100-ზე მეტი თანამშრომელია, შრომის უსაფრთხოებაზე ორმა პირმა უნდა იზრუნოს.
ორგანიზაციას ასევე შეუძლია მოიწვიოს აკრედიტებული ორგანიზაცია, რომელიც მას შრომის უსაფრთხოების ნორმების მიმართულებით არსებულ მოთხოვნებს მოუწესრიგებს.
მნიშვნელოვანია, რომ შრომის უსაფრთხოების სპეციალისტმა სამუშაო ადგილზე საფრთხეების იდენტიფიცირების შემდეგ რისკების მართვის ანუ პოლიტიკის დოკუმენტი შექმნას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საიმისოდ, რომ დამსაქმებელმა, ყოველი ახალი საფრთხის წარმოშობის შემდეგ, გასატარებელი ღონისძიებები განსაზღვროს.
ობიექტის შემოწმების დროს შრომის ინსპექტორი დამსაქმებელსა და დასაქმებულებს გამოკითხავს და შესაბამის დასკვნას ამის მიხედვით ამზადებს. ანგარიშიც ყველა მხარის ინფორმაციაზე დაყრდნობით იქმნება.
ობიექტების შემოწმებისას ყველაზე ხშირი პრობლემაა, რომ არ აქვთ საფრთხეების იდენტიფიცირების დოკუმენტი, თანამშრომლები ობიექტზე ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით აღჭირვილები არ არიან ან ასეთი საშუალებები საერთოდ არ აქვთ.
შრომის ინსპექცია თანამშრომლობს დასაქმებულებთან, დამსაქმებლებთან და პროფკავშირებთან. სამმხრივი დიალოგი დასაქმების ადგილებზე უსაფრთხოების ნორმების გაძლიერებაში გვეხმარება.
შრომის ინსპექციას აჭარასა და იმერეთში ფილიალები უკვე აქვს. ეტაპობრივად კადრების დამატება გრძელდება. რეგიონებში ინსპექტორებს თბილისის ჯგუფიც ეხმარება.
უსაფრთხო შრომის დამკვიდრების პროცესში საზოგადოებაც აქტიურად უნდა ჩაერთოს – უსაფრთხოების კონკრეტული ნორმების დარღვევის ფაქტები ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 15 05 – უნდა შეგვატყობინოს.
ნინო კაპანაძე
მერვე წელია, მიხეილ ბანცაძე და ნესტან ტალახაძე ოჯახით გერმანიაში ცხოვრობენ.
მეშვიდე წელია, რაც მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის
ქართველ მსახიობსა და რეჟისორს, საქართველოს დამსახურებულ არტისტს,
ერთი თვეა, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ორი სოფლის –
16 ივლისის დღის მეორე ნახევრიდან 17 ივლისის დღის ბოლომდე