

ხარაგაულის კულტურის ცენტრთან არსებული სახალხო თეატრის რეპერტუარს საბავშვო სპექტაკლი „სათაგური“ შეემატა.
რეჟისორმა ირინე ჩხეიძემ სპექტაკლზე მუშაობა ორი თვის წინ დაიწყო. „ბავშვებისათვის და ბავშვებთან მუშაობა არის ძალიან დიდი ბედნიერება, – ამბობს ირინე ჩხეიძე, – სპექტაკლში მონაწილე 14 მსახიობიდან 12 ბავშვია. მათთან მუშაობა არ იყო ადვილი, მაგრამ იყო ძალიან სასიამოვნო. სპექტაკლის მონაწილეები ნიჭიერები არიან – არაჩვეულებრივად მღერიან და ცეკვავენ. ვფიქრობთ, რომ სპექტაკლი შედგა.
მინდა, რომ „სათაგური“ ყველა სკოლის მოსწავლემ ნახოს. ვაჟა-ფშაველას ამ შესანიშნავ ნაწარმოებს მეოთხე კლასში სწავლობენ. საერთოდ, თითქმის ყველა ბავშვი მოკლებულია სპექტაკლების ნახვას და ვფიქრობ, „სათაგური“ მათ ძალიან გაახარებს. რამდენჯერაც საჭირო იქნება, იმდენჯერ გავმართავთ ამ სპექტაკლს ხარაგაულის კინოთეატრში.“
სპექტაკლში მონაწილეობენ სახალხო თეატრის მსახიობები ლუიზა კიკნაძე და ნიკო წიკლაური, მოსწავლეები: თამარ ლურსმანაშვილი, გუგა ბერაძე, თამთა კიკნაძე, ვატო მაღრაძე, არმაზი შავიძე, ქრისტინე ლაცაბიძე, თეო ჭიპაშვილი, ქეთი ლაცაბიძე, ცოტნე კიკნაძე, გიგი ცხადაძე, საბა ხომასურიძე, ნოდო ალავიძე.
სპექტაკლის მუსიკალური გამფორმებელია თამარ ავალიშვილი, მხატვარი გაიოზ შუბითიძე, სიმღერების ტექსტის ავტორი მამუკა ჭიპაშვილი, ქორეოგრაფი ზაზა ლურსმანაშვილი, ოპერატორები – დავით კვირიკაშვილი და ირაკლი შარიქაძე.
„ჩემს გვერდით არიან ბათუ კიკნაძე, კინოთეატრისა და კულტურის ცენტრის თანამშრომლები ვასიკო კიკნაძის ხელმძღვანელობით, “ – ამბობს ირინე ჩხეიძე.
სპექტაკლის პრემიერა ხარაგაულელმა პატარა მაყურებლებმა და თეატრის მოყვარულებმა დიდი სითბოთი და სიყვარულით მიიღეს.
თადული გაჩეჩილაძე: -ვნახეთ არაჩვეულებრივი საბავშვო სპექტაკლი საუკეთესო რეჟისორული გადაწყვეტით, შესანიშნავი მუსიკალური გაფორმებითა და ბავშვების საშემსრულებლო ოსტატობით. დარწმუნებული ვარ, უნიჭიერესი ირინე ჩხეიძე კიდევ მრავალჯერ გაახარებს ხარაგაულელ მაყურებელს.
ეკა შველიძე: -ჩანს, რომ ძალიან ნიჭიერი თაობა იზრდება ხარაგაულში. მშვენივრად გაართვეს თავი ბავშვებმა როლებს და მაღალი დონის სპექტაკლი გვაჩვენეს. არაჩვეულებრივი პარტნიორობა გაუწიეს პატარებს პროფესიონალმა მსახიობებმა ლუიზა კიკნაძემ და ნიკო წიკლაურმა. სპექტაკლისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს სცენის ტექნიკურ მხარეს და მომავალშიც კარგი სპექტაკლები დაიდგმება.
არმაზი შავიძე, ფიცხელას როლის შემსრულებელი: -მოხარული ვარ, რომ რეჟისორმა მე ამირჩია მთავარ როლზე. საინტერესო იყო რეპეტიციები. ძალიან კარგი დრო ვატარეთ. იმედია, მოვეწონეთ მაყურებელს.
ქრისტინე ლაცაბიძე, ცქმუნას როლის შემსრულებელი: -კმაყოფილი ვარ სპექტაკლით. ვფიქრობ, რომ კიდევ ბევრ სპექტაკლში ვითამაშებ.
თამთა კიკნაძე, ღნავალას როლის შემსრულებელი: -ძალიან მომწონს ჩემი როლი. სპექტაკლისთვის რეპეტიცია ბევრჯერ გავიარეთ. რთული იყო, მაგრამ ბოლოს ძალიან კარგი გამოვიდა.
გუგა ბერაძე, კოლას როლის შემსრულებელი: -ცოტა ვღელავდი სპექტაკლის დაწყების წინ. მაყურებლებმა მითხრეს, რომ მოვეწონე.
ირინე ჩხეიძე გეგმავს, რომ უახლოეს ხანში სპექტაკლით თბილისში საბავშვო თეატრების ფესტივალზე წარდგეს. წარმატებები ვუსურვოთ „სათაგურს“.
ნინო კაპანაძე
მესამე თვეა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების
ხარაგაულის ქუჩებში ხშირად შენიშნავთ სასიამოვნო გარეგნობის, ჩქარი ნაბიჯებით
2026 წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ აბიტურიენტებისთვის,
„ნესტლე ჯგუფმა“ სხვადასხვა ბაზრიდან, მათ შორის საქართველოდან, ბავშვთა
„ამისთჳს თჳთ უფალმან მოგცეს სასწაული თქვენ: აჰა, ქალწულმან მუცლად-იღოს და შვეს ძე და უწოდონ სახელი მისი ემმანუილ“ (ესაია, 7:14).