
ნინო ჭყოიძე ხარაგაულის #3 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულია. სკოლის დასრულების შემდგომ მან სწავლა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციების ფაკულტეტზე, 100%-იანი გრანტით განაგრძო.
ბაკალავრიატზე სწავლის პერიოდში მიხვდა, რომ სწორედ იმ სფეროში მოხვდა, რომელიც მის პიროვნებასთან ძალიან ახლოს იყო. შესაბამისად, მაგისტრატურის საფეხურზე არჩევანი კვლავ მშობლიური უნივერსიტეტის მედიაფსიქოლოგიის ფაკულტეტზე გააკეთა. ამჟამად ის მაგისტრატურის პირველი კურსის სტუდენტია და სრული დაფინანსებით სწავლობს.
„ჟურნალისტიკის სფერო ჩემთან ყოველთვის ახლოს იყო. ძალიან მაინტერესებდა მიმდინარე ამბები. განსაკუთრებით ბეჭდური მედია მხიბლავდა. ამ პროფესიის არჩევა ჩემმა პიროვნულმა მახასიათებლებმაც განაპირობა. ძალიან მიყვარს ადამიანებთან კომუნიკაცია და წერა.
ბაკალავრიატის მეოთხე კურსის ერთი სემესტრი გაცვლითი პროგრამით ესტონეთში, ტარტუს უნივერსიტეტში ვისწავლე. ამან მეტი თავდაჯერება და გამოცდილება შემძინა. ინგლისური ენის ცოდნა გავიღრმავე და დამოუკიდებლად ცხოვრებას მივეჩვიე. გარდა ამისა, საუკეთესო მეგობრებიც გავიცანი“.
ტარტუს უნივერსიტეტში სწავლამ ნინოს გადააწყვეტინა, რომ მაგისტრატურის გაცვლით პროგრამაზეც ეცადა ბედი. ვარშავისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტების ორმხრივი გაცვლითი ინგლისურენოვანი პროგრამის რამდენიმე რთული ეტაპის გავლის შემდეგ არჩევანი სწორედ მასზე გააკეთეს. ის მომდევნო ერთი სემესტრი ვარშავის უნივერსიტეტში ისწავლის.
„ძალიან დიდი მოლოდინები მაქვს. ვარშავის უნივერსიტეტი ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოა. გარდა ამისა, მაგისტრატურა უფრო მაღალი აკადემიური საფეხურია. ვფიქრობ, რომ სიღრმისეულ ცოდნას მივიღებ. ჩემს მეგობართან ერთად მივდივარ, რომელიც ესტონეთში გავიცანი.
იქ, ეს ერთი სემესტრი, იმ კურსებს გავივლი, რაც აქ უნდა მესწავლა. როდესაც დავბრუნდები, კრედიტები და საგნები აღიარებული მექნება. სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, აკადემიური სფერო მიზიდავს. ჩემი დიდი სურვილია სწავლის დოქტორანტურის საფეხურზე გავლა“.
„ჩემი ხარაგაულის“ რედაქცია ნინო ჭყოიძეს შემდგომ წარმატებებს უსურვებს.
ლიკა ხიჯაკაძე
მერვე წელია, მიხეილ ბანცაძე და ნესტან ტალახაძე ოჯახით გერმანიაში ცხოვრობენ.
მეშვიდე წელია, რაც მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის
ქართველ მსახიობსა და რეჟისორს, საქართველოს დამსახურებულ არტისტს,
ერთი თვეა, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ორი სოფლის –
16 ივლისის დღის მეორე ნახევრიდან 17 ივლისის დღის ბოლომდე