

ჯაფაროულში მცხოვრებმა ბესო ხომასურიძემ გადაწყვიტა, რომ საკუთარ მეურნეობაში მოსავლის გასაზრდელად ბიორაგი გამოიყენოს. „მინდა, რომ ეკოლოგურად სუფთა პროდუქტები მივიღო. გამოიფიტა მიწა და ისეთი პრეპარატებია საჭირო, რაც მოსავლიანობას გაზრდის. ბიორაგის შესახებ გავეცანი ინფორმაციას და მინდა, წელს მოვსიჯო. ამიტომ შევიძინე ფიტოაფთიაქში,“ – ამბობს ბესო ხომასურიძე.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები წინასწარ შერჩეული 140 ფერმერი უფასოდ მიიღებს ბიოენერგო აქტივატორს ბიორაგი. პროგრამა ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.
ბიორაგის გაცემა და მოსახლეობისთვის კონსულტაციის გაწევა ადგილობრივმა ხელისუფლებამ მცენარეთა დაცვის სპეციალისტ მერი მდივნიშვილს მიანდო. როგორ გამოვიყენოთ ბიორაგი, რას გვირჩევს სეციალისტი, – ამ შეკითხვებით მერი მდივნიშვილს მივმართეთ.
-სოფლის მეურნეობა ნელ-ნელა ფეხზე დგება, რაც ძალიან მიხარია, – ამბობს მერი მდივნიშვილი, – ჩემი ოცნება იყო, რომ პრაქტიკულად დავხმარებოდი მოსახლეობას. აუცილებელია, რომ ფერმერებმა კონსულტაციები მიიღონ სპეციალისტებისგან. რატომღაც დამკვიდრებული იყო მოსაზრება, – გლეხს რად უნდა სწავლებაო. არადა, უმნიშვნელოვანესია ვიცოდეთ მცენარეთა დაავადებებისა და მათი მკურნალობის შესახებ. დიაგნოზი თუ არ დაისვა, შესაბამის წამალს ვერ დანიშნავ. ეს კი სპეციალისტის გარეშე შეუძლებელია.
ძალიან მნიშვნელოვანი მუნიციპალური პროექტი ხორციელდება. შხამქიმიკატების შეზღუდვა და ბიოაქტივატორების გამოყენება აუცილებელია ჯანსაღი პროდუქციის მისაღებად.
შესანიშნავი შედეგები აქვს ბიორაგს. ის ზრდის მოსავლიანობას, გამოიყენება მეცხოველეობასა და მეფრინველოებაშიც. სიმინდის შემთხვევაში იზრდება ტაროებისა და მარცვლების რიგის რაოდენობა.
ბიორაგის გამოყენებით ნაყოფში გროვდება ვიტამინები, ცილები, ამინომჟავები, იოდი. ეს ადამიანისთვის მეტად მნიშვნელოვანია.
მარტივია ბიორაგის მოხმარების წესი: 33 გრამი ბიორაგი იხსნება 3,5 ლიტრ წყალში. წყალი უნდა იყოს ჭის ან წყაროსი. უნდა გაიხსნას ღია ჭურჭელში. გახსნისას უნდა მოვურიოთ ხის ჯოხით.
დასათესად გამზადებული სიმინდის ერთი ტომარა მარცვალი წყალში გახსნილ ბიორაგში 24 საათის განმავლობაში უნდა მოვათავსოთ. ამდენივე დრო სჭირდება მრავალწლიანი მცენარეების ნერგებსა და ბოსტნეულის ჩითილებს. დასათესი კარტოფილი ბიორაგში ერთი საათი-საათნახევარი უნდა გავაჩეროთ.
რაც შეეხება ვაზს, ძირთან უნდა ამოვთხაროთ პატარა ორმო ისე, რომ ფესვი გამოჩნდეს. ფესვი მექანიკურად უნდა დავაზიანოთ და იმ ადგილას დავასხათ ბიორაგი. ძალიან კარგია, თუ ყვავილობის პერიოდში შევასხურებთ მცენარეს ბიორაგით. მოსავლიანობის გარდა ბიორაგი ზრდის მცენარის გამძლეობას დაავადებების მიმართ.
გამოყენებული ხსნარი არ გადაღვაროთ. შეიძლება დაუსხათ ეზოში დარგულ მცენარეებს.
ამჟამად, მერი მდივნიშვილის ინფორმაციით, გაცემულია 900 გრამი ბიორაგი. ბიოაქტივატორი მიიღო პროგრამაში ჩართულმა 12-მა ფერმერმა, ამდენივემ კი ბიორაგი შეიძინა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელის მრჩეველი სოფლის მეურნეობის საკითხებში მურმან არჯევანიძე ამბობს, რომ პროგრამაში ჩართულმა პირებმა რაც შეიძლება სწრაფად უნდა წაიღონ ბიორაგი ფიტოაფთიაქიდან.
მუნიციპალური პროგრამით მოსარგებლე ფერმერებმა და დაინტერესებულმა პირებმა ბიორაგისთვის უნდა მიაკითხოთ მერი მდივნიშვილს ფიტოაფთიაქში შემდეგ მისამართზე: ხარაგაული, გალაკტიონის ქ. #1
ნინო კაპანაძე
14 ნოემბერს, დღის 14:00 საათზე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში
თბილისის წიგნის დღეების ფარგლებში კამპანიას – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ 12 გამომცემლობა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საგზაო უსაფრთხოების წესების
სინათლე არ უნდა ჩაქრეს! სწორედ ამიტომ მატარებელი კომიქსის გუნდმა გადავწყვიტეთ,
„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – გამომცემლობა „ინტელექტი“ უერთდება დამოუკიდებელი