

ხარაგაულში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარების მსურველთა რაოდენობამ მოიმატა.
„პენსიონერებისათვის, აცრის შემთხვევაში, 200 ლარიანი დანამატის დაანონსების შემდეგ აცრების მაჩვენებელი გაიზარდა, თუმცა ბოლო პერიოდში ასაცრელად არა მხოლოდ პენსიონერები, არამედ ახალგაზრდებიც მოდიან.
დავიწყეთ ბუსტერ დოზების გაკეთებაც. სინოფარმით ბუსტერ დოზით ხარაგაულში 40-მდე პირი აიცრა“, – ამბობს ხარაგაულის საავადმყოფოს ექთანი შორენა ლოლაძე.
ბორითის კლინიკაში ვაქცინაცია სინოვაკის ვაქცინით მიმდინარეობს. ექთანი თამარ ქავთარია ამბობს, რომ დღეში დაახლოებით 30-40 ადამიანს იცრის.
სულ ხარაგაულში სინოფარმითა და სინოვაკით 6 ათასამდე პირი აიცრა.
ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიდან მოპოვებული ინფორმაციით, ხარაგაულში თვეში ერთხელ ქუთაისის ჩხობაძის სახელობის კლინიკის ექიმები ფაიზერით ვაქცინაციას ატარებენ.
„ეს ბრიგადა ხარაგაულში ვაქცინაციის მარათონის დროს ჩამოვიდა და რამდენიმე ადამიანი აცრა, – ამბობს ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ყიფშიძე, – მათთვის მეორე დოზის გასაკეთებლად ეს ბრიგადა ხარაგაულში კვლავ მოვიდა.
თუ ხარაგაულელს სურს აიცრას ფაიზერის ვაქცინით და ვერ მიდის სხვა ქალაქში, უნდა მოგვმართოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს, ჩავიწერთ მათ მონაცემებს და ქუთაისის ამცრელი ბრიგადის ჩამოსვლის თარიღს შევატყობინებთ“.
ხარაგაულში საბავშვო თეატრის წრე მოსწავლე-ახალგაზრდობის
შეკითხვაზე, – რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ გული დიდხანს
ექიმი ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი ანტიბაქტერიული საპნების გამოყენების
საფუტკრეში საგაზაფხულო სამუშაოების ჩატარების შესახებ რჩევებისთვის მეფუტკრე გიორგი ლომსაძეს დავუკავშირდით.
სოფლად საგაზაფხულო სამუშაოების დრო დადგა. მიწის დამუშავებისთვის