საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში 2019-2020 და 2020-2021 სასწავლო წლების წარჩინებულ მოსწავლეებს ლეპტოპებს გადასცემს.

პროგრამისთვის გამოცხადებული ტენდერი წარმატებით დასრულდა.

სააგენტო Lenovo V15 G2 ITL მოდელის 9000-მდე კომპიუტერს შეიძენს.

ლეპტოპების გადაცემა მოხდება ეტაპობრივად, 2022 წლის განმავლობაში. ლეპტოპებს აქვთ ერთწლიანი საგარანტიო მომსახურება.

კომპიუტერი შექმნილია ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის, გამოირჩევა თანამედროვე დიზაინითა და მახასიათებლებით. მოჰყვება სიკაშკაშის საწინააღმდეგო დისპლეი, რომელიც აადვილებს მუშაობას მოსწავლისთვის სასურველ გარემოში.

წყარო