
ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში დღეს, 14 დეკემბერს ფოტოკონკურსის „პანდემია, მე და იზოლაცია“ გამარჯვებული ფოტოების ავტორები დაჯილდოვდნენ.
კონკურსში 15 ფოტომოყვარული ხარაგაულელი მოსწავლე ჩაერთო.
ჟიურის წევრებმა – ნიკოლოზ მაჭავარიანმა, ნინო დიდიძემ, ლაშა ნიქაბაძემ, ეკატერინე შველიძემ, ნიკოლოზ დეკანოსიძემ გამარჯვებულები 8 ნომინაციაში დაასახელეს.
ნომინაციაში „საუკეთესო ნამუშევარი“ გაიმარჯვა ხარაგაულის გიმნაზიის მოსწავლის, თამთა კიკნაძის ფოტომ – „მე, შემოდგომა, ჩაი და წიგნებით გაყვანილი დრო“;
ნომინაციაში – „მომავლის ხედვა“ – გამარჯვებულია ვახტანგ მაღრაძე (ხარაგაულის #2 სკოლა);
„საუკეთესო კადრი“ – „აფრენა“ – არმაზ შავიძე (ხარაგაულის #2 სკოლა);
„საუკეთესო ფერთა ჰარმონია“ – გურამ ლურსმანაშვილი (ხარაგაულის#3 სკოლა);
„კრეატიული ხედვა“ – გვანცა ყრუაშვილი (ხარაგაულის #2 სკოლა);
„შემოდგომის ჰარმონია“ – მარიამ ბერაძე (ხარაგაულის#2 სკოლა), ნოდარ ებანოიძე (ხარაგაულის გინმაზია);
„საუკეთესო მობილური კადრი“ – ლიზი კიკნაძე (საღანძილის სკოლა), თეკლა ებანოიძე (ხარაგაულის #2 სკოლა);
„ყველაზე პატარა მონაწილე“ – ლევან ბედიაშვილი (ვარძიის სკოლა).
ფოტოკონკურსში აქტიური მონაწილეობისათვის დაჯილდოვდნენ:
ერეკლე ყრუაშვილი (ხარაგაულის გიმნაზია);
ანა კიკნაძე (საღანძილის სკოლა);
ბექა ჩხიკვაძე (ხარაგაულის #3 სკოლა);
ნიკოლოზ მეიფარიანი (ხარაგაულის #3 სკოლა);
საბა მესხი (ხარაგაულის #2 სკოლა).
გამარჯვებულები ხარაგაულის კულტურისა და ხელოვნების ცენტრისგან სიგელებითა და სამახსოვრო საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.
მერვე წელია, მიხეილ ბანცაძე და ნესტან ტალახაძე ოჯახით გერმანიაში ცხოვრობენ.
მეშვიდე წელია, რაც მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის
ქართველ მსახიობსა და რეჟისორს, საქართველოს დამსახურებულ არტისტს,
ერთი თვეა, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ორი სოფლის –
16 ივლისის დღის მეორე ნახევრიდან 17 ივლისის დღის ბოლომდე