

კორონავირუსის პანდემიის გამო, ხარაგაულში, ეპიდვითარება კვლავ რთულია.
11 და 12 დეკემბერს covid-19 ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 21 პირს დაუდასტურდა. მათგან ერთი ბავშვია.
ხარაგაულში კორონავირუსის პირველად გამოვლენიდან 13 დეკემბრამდე ეს ვირუსი 3 238 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან 2 700 გამოჯანმრთელდა, 42 გარდაიცვალა.
ამჟამად ხარაგაულის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით 481 პირია ინფიცირებული. მათგან 37 სტაციონარში მკურნალობს, დანარჩენები ბინაზე – ოჯახის ექიმის მეთვალყურეობით. იზოლაციაშია 99 ადამიანი.
ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიდან მოპოვებული ინფორმაციით, დღეს, 13 დეკემბერს, კორონავირუსზე გეგმიური PCR ტესტირება ხარაგაულისა და ბორითის კლინიკების თანამშრომლებს ჩაუტარდათ. ამ ტესტების პასუხები ხვალ გახდება ცნობილი.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,