

8 დეკემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში ხარაგაულში კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ინფიცირებულთაგან ერთი ბავშვია.
კორონავირუსის ახალი შემთხვევები გამოვლინდა საქარიქედში, საღანძილეში, ღორეშაში, თეთრაწყაროში, წყალაფორეთში, დაბა ხარაგაულში, ფარცხნალში, ვარძიაში, ლახუნდარასა და ვანში.
სულ ხარაგაულში კორონავირუსის 3188 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 2665 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 42 გარდაიცვალა.
ამჟამად ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 481 პირია ინფიცირებული. 40 სტაციონარში მკურნალობს, ხოლო დანარჩენი სახლში, ოჯახის ექიმის მეთვალყურეობით. იზოლაციაში 107 ადამიანი იმყოფება.
ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიდან მოპოვებული ინფორმაციით, დეკემბერში ხარაგაულში კორონავირუსით 116 ადამიანი დაინფიცირდა.
დღეს ხარაგაულის ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლები ძირულას ხეობის სოფლებში მოქმედი სკოლების თანამშრომელთა გეგმიურ ტესტირებას ატარებენ.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,