

ხარაგაულის ისტორიული მუზეუმის პროექტში „ნორჩი არქეოლოგები“ ბორითის სკოლის მოსწავლეები ჩაერთვნენ.
მათი ისტორიის მასწავლებელი რაგული კალანდაძე ამბობს, რომ მეშვიდე კლასელები სწორედ ახლა სწავლობენ პრეისტორიულ ხანას, მეათეკლასელები კი – არქეოლოგიის საფუძვლებს.
ამიტომ გადაწყვიტეს, რომ თეორიული მასალა პრაქტიკულად განახორციელონ.
მოსწავლეებმა დაათვალიერეს ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში დაცული არტეფაქტები, რომლებიც მიწის დამუშავების დროსაა აღმოჩენილი.
მუზეუმის საგანმანათლებლო პროექტების მენეჯერმა შორენა კავილაძემ და სასკოლო პროგრამების მენეჯერმა თეა გობიანმა მათ სპეციალურად მოწყობილი „ნაქალაქარი“ დაახვედრეს. მოსწავლეებმა ნიჩბების გამოყენებით მოძებნეს ნივთები და მათ რესტავრაცია ჩაუტარეს
„საინტერესო იყო თიხისა და რკინისგან დამზადებული საყოფაცხოვრებო ნივთების აღმოჩენა და მათი რესტავრაცია, – ამბობს მეათე კლასის მოსწავლე მარიამ ტალახაძე, – შევიტყვეთ, რომ თუ შემთხვევით რაიმე მნიშვნელოვან არტეფაქტს ვიპოვით, მუზეუმს უნდა გადავცეთ“.
„პანდემიის გამო მონატრებულები ვართ ურთიერთობებს, სკოლის გარეთ გასვლას და პრაქტიკულ მეცადინეობებს, – ამბობს ბორითის სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელი ნაზი ლაცაბიძე, – ამიტომ დღევანდელ დღეს შემეცნებითი დატვირთვა ჰქონდა“.
ხარაგაულში საბავშვო თეატრის წრე მოსწავლე-ახალგაზრდობის
შეკითხვაზე, – რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ გული დიდხანს
ექიმი ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი ანტიბაქტერიული საპნების გამოყენების
საფუტკრეში საგაზაფხულო სამუშაოების ჩატარების შესახებ რჩევებისთვის მეფუტკრე გიორგი ლომსაძეს დავუკავშირდით.
სოფლად საგაზაფხულო სამუშაოების დრო დადგა. მიწის დამუშავებისთვის