

ხუნევში 30 აღსაზრდელზე საბავშვო ბაღის ასაშენებლად ხარაგაულის თვითმმართველობამ ტენდერი 619 170 ლარზე გამოაცხადა.
ტენდერში მონაწილეობის მსურველი მშენებელი კომპანიებისგან წინადადების მიღება 12 დეკემბერს დაიწყება და 17 დეკემბერს დასრულდება.
სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, ხუნევში საბავშვო ბაღის მშენებლობა ხელშეკრულების გაფორმებიდან 147 კალენდარულ დღეში უნდა დასრულდეს.
ხუნევის მაჟორიტარი დეპუტატის, ლენა აბაშიძესგან მოპოვებული ინფორმაციით, საბავშვო ბაღის ახალი შენობა ხუნევის სკოლის ეზოში აშენდება. ის ტერიტორია კი, სადაც ახლა საბავშვო ბაღია განთავსებული, სკოლას გადაეცემა.
ხუნევში საბავშვო ბაღი ევროკავშირის დაფინანსებით, საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, შენდება.
12 ივნისი ბავშვთა შრომის წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო დღეა. ბავშვთა შრომის
„ის, რაც საზმაუს ეთერში მოხდა, ერის დიაგნოზია და ვერ დანახვა დანახვამდე
დღეს, 11 ივნისს დაიწყება და 19 ივლისამდე გასტანს მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში.
ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით საქართველოს
ბოლო პერიოდში ვრცელდება რამდენიმე თაღლითური სქემა, რომელთა მიზანი