

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ამჟამად კორონავირუსით 400 პირია ინფიცირებული.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიდან მოპოვებული ინფორმაციით, მათგან 39 კოვიდკლინიკებში მკურნალობს, დანარჩენები ბინაზე – ოჯახის ექიმის მეთვალყურეობით
ბოლო 24 საათში ხარაგაულში კორონავირუსის 31 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მათგან 4 ბავშვია.
ხარაგაულში covid-19-ის პირველად დადასტურებიდან დღემდე სულ 3 052 პირია ინფიცირებული. მათგან 2 610 გამოჯანმრთელდა, 42 გარდაიცვალა. 106 პირი იზოლაციაში იმყოფება.
ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლის, ირინა გელაშვილის ინფორმაციით, მიმდინარე წლის ნოემბერში ხარაგაულში კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა – ეს ვირუსი 954 პირს დაუდასტურდა. ნოემბერში ხარაგაულში კორონავირუსით 14 ადამიანი გარდაიცვალა.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,