

17 წელი გავიდა გაზეთ „ჩემი ხარაგაულის“ პირველი ნომრის გამოცემიდან.
17 წლის მანძილზე „ჩემი ხარაგაული“ ეტაპობრივად ვითარდებოდა ყოველთვიური გაზეთიდან მულტიმედია ცენტრამდე.
დამოუკიდებელმა გაზეთმა არსებობის პირველივე თვეებიდანვე დაიმკვიდრა მკითხველებში ავტორიტეტი და პოპულარობა.
„ჩემი ხარაგაული“, კარგა ხანია, ქართულ რეგიონულ მედიასივრცესა და მკითხველებში აღიარებული და პოპულარული გამოცემაა.
უმნიშვნელოვანესია, რომ დამოუკიდებელი გაზეთი „ჩემი ხარაგაული“ და ვებგვერდი chkh.org ხელმომწერლების დაფინანსებით არსებობს.
მაღალი სანდოობა, პროფესიონალიზმი, მიუკერძოებლობა, ჟურნალისტური სტანდარტების განუხრელად დაცვა მუდმივად გვიზრდის ხელმომწერლებისა და მკითხველების ერთგულებას.
საზეიმო განწყობილების მიუხედავად, აღსანიშნავია, რომ დამოუკიდებელ გამოცემას „ჩემი ხარაგაული“ დღემდე უხდება დამოუკიდებლობის შელახვის მსურველებისგან ხელოვნურად შექმნილი დაბრკოლებების დაძლევა.
„ჩემი ხარაგაულის“ 17-წლიანი გამოცდილებით დასტურდება, რომ დამოუკიდებელ მედიასთან თანასწორუფლებიანი თანამშრომლობა, მათთვის, ვინც ამ ურთიერთობის მნიშვნელობას რეალურად აფასებს, სიძლიერისა და შემდგომი წარმატებების საწინდარია.
მკითხველებისგან დაფინანსებულ დამოუკიდებელ მედიასთან თანასწორუფლებიანი თანამშრომლობა ხომ, ფაქტობრივად, საზოგადოების ფართო ფენებთან გულწრფელი, სანდო და საიმედო ორმხრივი ურთიერთობაა.
ჩვენო ძვირფასო მკითხველებო, უღრმესი მადლობა ნდობის, ერთგულებისა და სიყვარულისათვის.
მადლობა ჩვენს თითოეულ რესპონდენტს, დისტრიბუტორებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც წლების მანძილზე გვერდით გვიდგას, გვამხნევებს და შემდგომი მუშაობის ძალასა და ენერგიას გვმატებს.
ჩვენთვის ყველაზე დიდი ჯილდო მკითხველების სამადლობელი სატელეფონო ზარებია. მომავალშიც ყოველთვის მაქსიმალურად ვიზრუნებთ ხელმომწერლების ნდობის გასაძლიერებლად, მკითხველებისათვის საჭირო და მნიშვნელოვანი ინფორმაციების მოსაწოდებლად.
„ჩემი ხარაგაულის“ რედაქცია
ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი