
საქართველოს სასკოლო განათლებაში სოციალურ-ემოციური უნარების განვითარებისა და მოსწავლეებსა და მასწავლებლების ფსიქოლოგიური კეთილდღეობის ხელშესაწყობად, ბალტიისა და შავი ზღვის ალიანსი „ღია“, ჩეხეთის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ინსტიტუტთან თანამშრომლობით, ახალ პროექტს – „გავიღიმოთ“ იწყებს.
პროექტის მიზანია, საქართველოს სასკოლო განათლებაში მტკიცებულებაზე დაფუძნებული ემოციების მართვისა და სოციალური ურთიერთობების საბაზისო ჩვევების სწავლება.
აღსანიშნავია, რომ კოვიდ-პანდემიის ფონზე სოციალურ-ემოციური უნარების განვითარების საჭიროებამ კიდევ უფრო მეტი რელევანტურობა შეიძინა.
საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ღიას“ სპეციალისტი და პროექტ „გავიღიმოთ“ ერთ-ერთი ხელმძღვანელი თიკო ცომაია აღნიშნავს, რომ ეს პროექტი მულტიცენტრულია, რადგან მასში ჩეხეთში, დიდ ბრიტანეთსა და საქართველოში მოღვაწე პროფესიონალები მონაწილეობენ.
„ჩემთვის საოცნებო პროექტი ნელნელა ფრთებს ისხამს. ის ყველაზე მნიშვნელოვან ადამიანებს, მოსწავლეებსა და მასწავლებლებს აძლიერებს და მათ ემოციების მართვას ასწავლის. ის მტკიცებულებაზე დაფუძნებულია.
ამ ყველაფერს უმეტესწილად ამერიკელები აფინანსებენ. პროცესს ბიზნესის, არასამთავრობო და სახელმწიფო წარმომადგენლები უძღვებიან და მხარს უჭერენ.
ასეთ პროექტს სასწავლო ჰოსპიტალს უწოდებენ, ის თანამშრომლობას, გუნდურ მუშაობას, ერთმანეთისგან სწავლების პრინციპს ეფუძნება. გვინდა, რომ ეს პროექტი მომავალში მთელ საქართველოში გავავრცელოთ. ჯერ მხოლოდ ათი სკოლა გვაქვს,“ – აღნიშნავს თიკო ცომაია.
პროექტის მხარდამჭერები არიან – ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო, თიბისი და რე ბანკი.
დღეს, 4 აგვისტოს „ბათუმელებისა“ „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი
30 ივლისს ევროკომისიამ 12 ოქტომბერი ევროკავშირში შესვლა-გასვლის სისტემის
მერვე წელია, მიხეილ ბანცაძე და ნესტან ტალახაძე ოჯახით გერმანიაში ცხოვრობენ.
მეშვიდე წელია, რაც მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის
ქართველ მსახიობსა და რეჟისორს, საქართველოს დამსახურებულ არტისტს,