ერთ თვეზე მეტია, რაც ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ საბავშვო ბაღებში, კორონავირუსის პანდემიის გამო, სასწავლო პროცესი შეწყვეტილია.
სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორის, მამუკა ჭიპაშვილისგან მოპოვებული ინფორმაციით, პირველი დეკემბრიდან 21-ვე საბავშვო ბაღში აღსაზრდელთა მიღებას და სასწავლო პროცესის განახლებას გეგმავენ.
„სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის შეწყვეტამ აღსაზრდელები ძალიან დააზარალა, – ამბობს მამუკა ჭიპაშვილი, – ამიტომ გადავწყვიტეთ სწავლა განვაახლოთ.
29 და 30 დეკემბერს ყველა საბავშვო ბაღის თანამშრომელს კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდება. ნადაბურში კორონავირუსი გასულ კვირაში გავრცელდა. მათ შორის covid-19 საბავშვო ბაღის აღმზრდელის თანაშემწესაც დაუდასტურდა. გადავხედავთ სოფელში არსებულ საერთო ვითარებას“.
მამუკა ჭიპაშვილის ინფორმაციით, სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების 252 თანამშრომლიდან, 19 ნოემბრის მდგომარეობით, სრულად ვაქცინირებულია 95 თანამშრომელი, კორონავირუსი 82 პირმა გადაიტანა, ჯანმრთელობის მდგომარეობოის გამო 10 თანამშრომელი ვერ იცრის.
მისივე თქმით, აუცრელია საბავშვო ბაღებში დასაქმებულთა 41%.
„კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ჩემს თანამშრომლებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა აუცილებელია, – ამბობს მამუკა ჭიპაშვილი, – დავიზღვიოთ თავი და გადავხედოთ ირგვლივ, აუცრელობამ როგორ განსაცდელში ჩააგდო ჩვენი ახლობლები და ნათესავები.
ყველა ღონეს ვიხმართ, რომ საბავშვო ბაღები აღარ დავკეტოთ.
ახალი წელი ახლოვდება და საახალწლო ღონისძიებებს რა ფორმატში ჩავატარებთ, ამ დღეებში გადავწყვეტთ.
ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების 600-მდე აღსაზრდელი ტრადიციულ საახალწლო საჩუქარს აუცილებლად მიიღებს“.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი