

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისა (სემეკ) და იუსტიციის სახლის თანამშრომლობის ფარგლებში, იუსტიციის სახლის სერვისებს ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირისა და წყალმომარაგების კომპანიების 6 ახალი მომსახურება დაემატა.
ახლადდანერგილი სერვისების გაცემის პროცესს იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორი, ოთარ ჩახუნაშვილი და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავჯდომარე, დავით ნარმანია თბილისის იუსტიციის სახლში პირადად გაეცნენ.
მოქალაქეებს, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში აბონენტად რეგისტრაციისა და კომუნალური დავალიანების შემოწმების გარდა, ასევე შეუძლიათ:
პროექტი, რომლის მიზანიც მოქალაქეებისათვის სწრაფი და გამარტივებული მომსახურებების შეთავაზებაა, 26 კომუნალური მომსახურების კომპანიაა ჩართული და საქართველოს მასშტაბით, იუსტიციის სახლის ყველა ფილიალშია ხელმისაწვდომი.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,