
ხარაგაულისა და ბორითის კლინიკებში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრები მიმდინარეობს.
აცრების დაწყებიდან დღემდე ხარაგაულში 4 ათასზე მეტი, ხოლო ბორითში – 600 პირი აიცრა.
„პენსიონერებისთვის ვაქცინაციის წამახალისებელი აქცია რომ გამოცხადდა, აცრის მსურველთა რიცხვი გაიზარდა, – ამბობს ხარაგაულის საავადმყოფოს ექთანი შორენა ლოლაძე, – ოქტომბერში 190 მსურველი ავცერით, 1-24 ნოემბრის პერიოდში – 200-ზე მეტი.
ხარაგაულის საავადმყოფოში აცრები ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, სინოვაკითა და სინოფარმით ტარდება. აცრა შესაძლებელია როგორც წინასწარი რეგისტრაციით, ისე რეგისტრაციის გარეშე.
„ოქტომბერში ყოველდღიურად 10-12 პირს ვცრიდი, – ამბობს ბორითის საავადმყოფოს ექთანი თამარ ქავთარია, – ვაქცინაციის მსურველთა რიცხვი გაიზარდა და ახლა დღეში 20-30 ადამიანი მოდის.
ბორითის კლინიკაში აცრა სინოვაკით პარასკევს, შაბათსა და კვირასაა შესაძლებელი, – პარასკევს და შაბათს წინასწარი რეგისტრაციით, ხოლო კვირას – რეგისტრაციის გარეშე“.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, 24 ნოემბრის მონაცემებით, სულ 2 112 851 აცრაა ჩატარებული. ერთი დოზით ვაქცინირებულია 1 117 964 ადამიანი (მოზრდილი მოსახლეობის 39.3%),
სრულად ვაქცინირებულია 984 539 ადამიანი (მოზრდილი მოსახლეობის 34.5%).
შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ის პენსიონერები, რომლებიც 2022 წლის პირველ იანვრამდე აიცრებიან, ერთჯერადად 200 ლარს მიიღებენ.
დღეს, 4 აგვისტოს „ბათუმელებისა“ „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი
30 ივლისს ევროკომისიამ 12 ოქტომბერი ევროკავშირში შესვლა-გასვლის სისტემის
მერვე წელია, მიხეილ ბანცაძე და ნესტან ტალახაძე ოჯახით გერმანიაში ცხოვრობენ.
მეშვიდე წელია, რაც მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის
ქართველ მსახიობსა და რეჟისორს, საქართველოს დამსახურებულ არტისტს,