ბოლო 48 საათში ხარაგაულში კორონავირუსი 31 პირს დაუდასტურდა. მათგან 6 ბავშვია.

ხარაგაულში კორონავირუსის პირველად გამოვლენიდან დღემდე ამ ვირუსით სულ 2 898 ადამიანი დაავადდა. მათგან 2 225 გამოჯანმრთელდა, 40 გარდაიცვალა.

დღეისათვის ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 159 პირი იზოლაციაში იმყოფება. ინფიცირებულია 633 ადამიანი. მათგან კოვიდკლინიკებში 40 მკურნალობს, დანარჩენები – ბინაზე, ოჯახის ექიმის მეთვალყურეობით.

ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ექიმის, ნინო ყიფშიძის ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები, გასულ, ოქტომბრის თვესთან შედარებით, მზარდია.

covid-19 ოქტომბერში 762 პირს დაუდასტურდა, 24 ნოემბრის მონაცემებით კი – 793-ს. ბოლო ათ დღეში ხარაგაულში კორონავირუსით ინფიცირების 230 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

გასულ კვირაში ხარაგაულში კორონავირუსით ხელახლა დაავადების ერთი ფაქტი დადასტურდა. ახალგაზრდა ქალმა ვირუსი შარშან ოქტომბერში გადაიტა. ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ორჯერადად იყო აცრილი. ხარაგაულში სულ ამ ვირუსით რეინფიცირების ცხრა ფაქტია დადასტურებული.