ხარაგაულის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და შიდა ტურიზმის ხელშეწყობის ცენტრი, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური და ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრი აცხადებენ სამოყვარულო ფილმების კონკურსს თემაზე „ჩემი იმერეთი“.

საკონკურსოდ წარდგენილი ფილმის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 5 წუთს.
ფილმის გადაღება შესაძლებელია მობილური ტელეფონით, სამოყვარულო კამერით, ციფრული აპარატით და სხვ.

ფილმის ჟანრი შეუზღუდავია (ისტორიული, დოკუმენტური, იუმორისტული, მუსიკალური და სხვ.)

ფილმში ხაზი უნდა გაესვას იმ ღირებულებებს, რომლებითაც გამოირჩევა იმერეთის რეგიონი (ისტორია, კულტურა, ბუნება, სტუმართმოყვარეობა, ტრადიციები და სხვ.)

საკონკურსოდ წარდგენილ ფილმს უნდა ჰქონდეს სათაური, ასევე მითითებული უნდა იყოს ფილმის რეჟისორი, სცენარისტი, მსახიობები და ა.შ.

ფილმის მიწოდება შესაძლებელია ა(ა) იპ „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და შიდა ტურიზმის ხელშეწყობის ცენტრში” ფლეშმეხსიერებით ან დისკით.

ფილმი ნებისმიერ მსურველს შეუძლია წარადგინოს 20 აპრილიდან 1 მაისამდე.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით ტელეფონით 577 555 740.