გასული 24 საათის განმავლობაში, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 18 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მათ შორის ოთხი ბავშვია.

ამით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა, ხარაგაულში covid-19-ის პირველად დაფიქსირებიდან ამ დრომდე, 2867-მდე გაიზარდა.

ახალი შემთხვევები დადასტურდა ღორეშაში, ფარცხნალში, დაბა ხარაგაულში, ხუნევში, უბისაში, ვახანში, საქასრიაში, ციცქიურში, გრიგალათსა და ვაშლევში.

22 ნოემბრის მდგომარეობით, გამოჯანმრთლებულთა საერთო რაოდენობა 2150-მდე გაიზარდა. ხარაგაულში კორონავირუსისგან სულ გარდაცვლილია 37 ადამიანი.

დღეისათვის, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში covid-19-ით ინფიცირებულია 680 ადამიანი. მათგან 40 პაციენტი კლინიკაში მკურნალობს, დანარჩენები – ბინაზე იმყოფებიან. 125 მოქალაქე თვითიზოლაციაშია.

იმის გამო, რომ ხარაგაულის სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლებს კორონავირუსი დაუდასტურდათ, ყველა თანამშრომელი ცვლის დამთავრებისთანავე, ყოველ 72 საათში ერთხელ, სწრაფი ტესტით მოწმდებიან.

ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ექიმები სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომელთა გარდა, დღეს ხარაგაულისა და ბორითის კოვიდკლინიკების მედპერსონალს, გეგმიურად, PSR ტესტებით გატესტავენ.

ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ექიმ ნინო ყიფშიძის ინფორმაციით, ბოლო პერიოდში მოიმატა კორონავირუსზე აცრის მსურველთა რაოდენობამ, მათ შორის – პირველი დოზით აცრის.

ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით covid-19-ზე აცრები ხარაგაულის კლინიკაში მიმდინარეობს, შაბათ-კვირას – ბორითის კლინიკაში.

გუშინ, 21 ნოემბერს, ბორითის კლინიკაში კორონავირუსზე 26 ხარაგაულელი აიცრა.