

ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, მარელისში მცხოვრები მამაკაცი თბილისის ერთ-ერთ კოვიდკლინიკაში მკურნალობდა.
„ის ჩვენთან ტესტის გასაკეთებლად ერთი თვის წინ, ოქტომბრის დასაწყისში, მოვიდა და გვითხრა, რომ ბოლო ორი კვირა თავს შეუძლოდ გრძნობდა, – ამბობს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენელი ირინე გელაშვილი, – აღენიშნებოდა ტემპერატურა და ამ ვირუსისთვის დამახასიათებელი სხვა სიმპტომები.
კორონავირუსის დადასტურებისთანავე ის სამკურნალოდ თბილისში გადაიყვანეს. 82 წლის მამაკაცი კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილი არ ყოფილა. როგორც მისი ოჯახის წევრებისგან ვიცით, თანმხლები დაავადებები არ აწუხებდა“.
18 ნოემბრის მდგომარეობით ხარაგაულის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 37-მდე გაიზარდა.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,