

ბოლო 24 საათში, ხარაგაულში კორონავირუსის 49 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ამით, covid-19-ით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა, ხარაგაულში კორონავირუსის პირველად დაფიქსირებიდან დღემდე, 2702-მდე გაიზარდა.
ახალ ინფიცირებულთაგან ყველა 18 წელზე მეტი ასაკისაა.
კორონავირუსით გარდაიცვალა ხარაგაულში მცხოვრები 90 წლამდე ასაკის მამაკაცი. ის კლინიკაში მკურნალობდა და თანმხლები დაავადებები არ აღენიშნებოდა.
ამჟამად, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით 916 ადამიანია ინფიცირებული.
მათგან 34 სტაციონარში მკურნალობს. 120 პირი იზოლაციაში იმყოფება.
ხარაგაულში კორონავირუსის პირველად დაფიქსირებიდან დღემდე, 1750 ინფიცირებული გამოჯანმრთელდა, ხოლო 36 გარდაიცვალა.
გუშინ, 15 ნოემბერს, ხარაგაულისა და ბორითის კოვიდკლინიკების მედპერსონალი გეგმიურად გაიტესტა.
მათი PSR ტესტირების ყველა პასუხი უარყოფითია.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,