

სოფელ მაქათუბანში საცალფეხო ბოგირის, საქასრიაში – ხიდ-ბოგირის, ხოლო ბაზალეთში – ხიდის მოწყობა იგეგმება. მაქათუბნის ბოგირის მოსაწყობად 13 ათასი ლარია განსაზღვრული, საქასრიის ხიდ-ბოგირის მოსაწყობად – 17 ათასი ლარი, ხოლო ბაზალეთში ხიდისთვის – 10 ათასი ლარი.
ამ ხარჯების გასაწევად ხარაგაულის ადგილობრივ ბიუჯეტში ცვლილება უნდა განხორციელდეს; კერძოდ, გზების მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და მოვლა-შენახვის ხარჯებიდან 40 ათასი ლარი უნდა გადავიდეს ხიდებისა და ბოგირების აშენება-შეკეთების ხარჯებში.
გარდა ამისა, ღორეშის ტერიტორიულ ერთეულში დენის დასაერთებლად საჭიროა 5,8 ათასი ლარი. როგორც გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურისგან საკრებულოსთვის წარდგენილ მოხსენებით ბარათშია აღნიშნული, ეს თანხა 2015 წლის პირველი იანვრისთვის არსებული საკუთარი სახსრების ნაშთიდან გამოიყოფა.
ზემოთაღნიშნული საბიუჯეტო ცვლილებები განიხილეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს წევრებმა 16 მარტს ბიუროს მორიგ სხდომაზე.
დეპუტატებმა ასევე მოისმინეს საკრებულოს იურიდიული, სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის მუშაობის ანგარიში, რომელიც კოლეგებს კომისიის თავმჯდომარე მიხეილ გელაშვილმა წარუდგინა.
სხდომაზე ასევე იმსჯელეს ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და უძრავი ქონების საპრივატიზებო ობიექტთა ნუსხის დამტკიცების შესახებ.
ამ საკითხებს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო 6 აპრილს, მორიგ სხდომაზე განიხილავს დასამტკიცებლად.
მესამე თვეა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების
ხარაგაულის ქუჩებში ხშირად შენიშნავთ სასიამოვნო გარეგნობის, ჩქარი ნაბიჯებით
2026 წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ აბიტურიენტებისთვის,
„ნესტლე ჯგუფმა“ სხვადასხვა ბაზრიდან, მათ შორის საქართველოდან, ბავშვთა
„ამისთჳს თჳთ უფალმან მოგცეს სასწაული თქვენ: აჰა, ქალწულმან მუცლად-იღოს და შვეს ძე და უწოდონ სახელი მისი ემმანუილ“ (ესაია, 7:14).