

ხარაგაულის ცენტრალურ ქუჩაზე საკანალიზაციო სისტემის მშენებლობა მიმდინარეობს.
მშენებელი კომპანიიის, „ჰიდროტექნოლოგიური ჯგუფის“ წარმომადგენელ დიმა შალიკაშვილისგან მოპოვებული ინფორმაციით, ამჟამად ცენტრალური მაგისტრალიდან მოსახლეობამდე დასაერთებელ ჭებს აწყობენ.
„მშენებლობის მეორე ეტაპზე გამწმენდი ნაგებობა მოეწყობა და მოსახლეობის საკანალიზაციო სისტემები ცენტრალურ მაგისტრალზე დაერთდება, – ამბობს დიმა შალიკაშვილი, – მიჭირს იმის თქმა, თუ როდის დავასრულებთ პირველი ეტაპის სამუშაოებს.
ხელშეკრულების მიხედვით, პროექტში ცვლილება შევიდა და ახალ პროექტს ჩვენი დამკვეთისგან, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისგან ველოდებით.
პროექტში ცვლილება საჭირო მას შემდეგ გახდა, რაც მიწის ის ნაკვეთი გაიყიდა, სადაც კანალიზაციის ცენტრალური მაგისტრალი უნდა გავიდეს. დაკორექტირებული პროექტის მიღებისთანავე სამუშაოებს აქტიურად გავაგრძელებთ“.
ხარაგაულში საკანალიზაციო სისტემის პირველი ეტაპის მშენებლობას 1 890 360 ლარი უნდა მოხმარდეს.
6 მაისს ხარაგაულში, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის მიმდებარედ,
მასწავლებლის ეროვნული ჯილდო საიუბილეო მეათე წელს აღნიშნავს.
ხარაგაულის ინოვაციების ცენტრი 2015 წელს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების
2026 წლის 27 აპრილს, ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი,
დღეს, 27 აპრილს, ხარაგაულში ველომარათონი გაიმართა. ღონისძიებაში 18 მონაწილე ჩაერთო.