
სოციალური დაცვის სისტემის გაძლიერების მიზნით ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ჩეხეთისა და საფრანგეთის საელჩოებსა და ევროკავშირს შორის მემორანდუმი გაფორმდა.
პროექტი „სოციალური დაცვის სისტემის გაძლიერება საქართველოში“ სამი ძირითადი მიმართულებით განხორციელდება.
პირველ ეტაპზე, მოხდება სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ადგილობრივ დონეზე ხელმისაწვდომი სოციალური სერვისებისა და სოციალური დახმარების გაუმჯობესება.
მეორე კომპონენტი ითვალისწინებს სოციალური უფლებებისა და მომსახურების შესახებ ინფორმაციის გაუმჯობესებულ ანალიზსა და ფართომასშტაბიან კომუნიკაციას.
მესამე კომპონენტის ფარგლებში კი დაგეგმილია სამინისტროსთვის მხარდაჭერის გაწევა სოციალური კოდექსის შემუშავების პროცესში, რომელიც ხელს შეუწყობს სოციალური უფლებების განვრცობას.
„ხელი მოეწერა მემორანდუმს, სადაც ევროკავშირის დელეგაცია, საფრანგეთისა და ჩეხეთის საელჩოები და ჯანდაცვის სამინისტრო ვთანხმდებით, რომ ვიმუშავებთ ერთად და ერთობლივად იმისათვის რომ შეიქმნას სოციალური კოდექსი და იმისათვის, რომ სოციალური სისტემები ორგანიზაციულად მოემზადოს ხარისხიანი სოციალური სერვისებისათვის.
ეს პროცესი მნიშვნელოვანია იქედან გამომდინარე, რომ მოიაზრებს მთლიან რეფორმას სოციალური კეთილდღეობისა, რომელიც დაფუძნებული იქნება ამ პროექტის ფარგლებშივე ჩატარებულ კვლევებზე და იმ რეკომენდაციებზე, რომლებსაც ევროპელი ექსპერტები ქართველ ექსპერტებთან ერთად დადებენ ჩვენი სოციალური სისტემის გაუმჯობესების მიზნით“ – აღნიშნავს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია.
პროექტი ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, საფრანგეთისა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ, ჯანდაცვის სამინისტროსთან აქტიური თანამშრომლობით ხორციელდება.
ევროპის 24 დიპლომატიური წარმომადგენლობა ერთობლივ განცხადებას აქვეყნებს
2025 წლის 4 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
4 აგვისტოს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“
ძუძუთი კვების მსოფლიო კვირეული (WBW) ყოველწლიური ღონისძიებაა,
გაეროს განვითარების პროგრამამ საქართველოში (UNDP Georgia) განაცხადა,