6 აპრილიდან საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სასერტიფიკაციო გამოცდები იწყება.

სერტიფიცირება შემდგომში საარჩევნო ადმინისტრაციის მაღალკვალიფიციური მოხელეების შერჩევად ტარდება. სასერტიფიკაციო გამოცდებს ჩაატარებს საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი.

გამოცდის ჩაბარების მსურველები 29 მარტის ჩათვლით ელექტრონული ფორმით უნდა დარეგისტირდნენ შემდეგ მისამართზე: http://registration.cec.gov.ge/

გამოცდის ჩაბარების მსურველებს რეგისტრაციის მიზნით აგრეთვე შეუძლიათ მიმართონ სწავლების ცენტრის სასერტიფიკაციო გამოცდის სამდივნოს, 2015 წლის 29 მარტის ჩათვლით, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, მისამართზე: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კმ (შაბათ-კვირის გარდა). სამდივნოს უნდა წარედგინოს საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი.

დაწვრილებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ ცესკოს ვებგვერდზე http://www.cesko.ge/ ან ტელეფონებით 261 21 11; 599 95 83 83 – საკონტაქტო პირი ზურაბ ლუაშვილი (სერტიფიცირებისა და პროექტების მართვის განყოფილების უფროსი).