

რთული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო, დისტანციური სწავლება ერთი კვირით გახანგრძლივდა ხარაგაულის გიმნაზიის, ხარაგაულის #2 და #3 საჯარო, მარელისის, ვახანის, ზვარეს, ლაშის საჯარო სკოლებსა და ლეღვნის სკოლის დიდვაკის დაწყებით კორპუსში.
15 ნოემბრიდან, ორი კვირით – 26 ნოემბრის ჩათვლით – ასევე ონლაინსწავლებაზე გადადის ნადაბურის საჯარო სკოლა. ნადაბურში, ამ დრომდე, სწავლა საკლასო ოთახებში მიმდინარეობდა.
ორშაბათიდან, ერთი კვირით, დისტანციურ სწავლებაზე განმეორებით გადავა ხევის საჯარო სკოლა.
„დანარჩენი სკოლების დირექტორები ამბობენ, რომ მათ სოფლებში არსებული ეპიდვითარება გაკვეთილების სასწავლო ოთახებში ჩატარების შესაძლებლობას იძელევა, – ამბობს ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი მარინა ვეფხვაძე, – 14 ნოემბერს, კვირას, ყველა ამ სკოლას განმეორებით დავუკავშირდები და საბოლოო გადაწყვეტილებას ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრთან კონსულტაციით მივიღებთ.
თუ ამ სოფლებში კორონავირუსის გავრცელების დღევანდელი დონე შენარჩუნდა ან შემცირდა, ორშაბათს საკლასო ოთახებში გაგრძელდება სწავლა შემდეგ სკოლაებში – წიფის, მოლითის, ლეღვნის, საღანძილის, კიცხის, ხიდრის, წყალაფორეთის, ვარძიის, ბორის, ბორითის, ღორეშის, სარგვეშის, უბისის, ვაშლევის, ხუნევის“, – ამბობს მარინე ვეფხვაძე.
ხარაგაულში საბავშვო თეატრის წრე მოსწავლე-ახალგაზრდობის
შეკითხვაზე, – რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ გული დიდხანს
ექიმი ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი ანტიბაქტერიული საპნების გამოყენების
საფუტკრეში საგაზაფხულო სამუშაოების ჩატარების შესახებ რჩევებისთვის მეფუტკრე გიორგი ლომსაძეს დავუკავშირდით.
სოფლად საგაზაფხულო სამუშაოების დრო დადგა. მიწის დამუშავებისთვის