

ხარაგაულის საავადმყოფოს ექთნის, შორენა ლოლაძის ინფორმაციით,ხარაგაულში სულ 4 ათასამდე ადამიანია აცრილი.
„პენსიონერებისთვის ვაქცინაციის წამახალისებელი აქციის დაანონსების შემდეგ, აცრის მსურველთა რაოდენობა გაიზარდა, – ამბობს შორენა ლოლაძე, – ორშაბათიდან ბუსტერ დოზის გაკეთებას დავიწყებთ“.
ხარაგაულში აცრები ყოველ სამშაბათსა და ხუთშაბათს სინოფარმით ტარდება, ხოლო ბორითის კლინიკაში სინოვაკით – პარასკევსა და შაბათს. მოქალაქეებს აცრა წინასწარი რეგისტრაციის გარეშე შეუძლიათ.
შეგახსენებთ, რომ პრემიერ მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ის პენსიონერები, რომლებიც 2022 წლის პირველ იანვრამდე აიცრებიან, ერთჯერადად 200 ლარს მიიღებენ.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,