
ზესტაფონის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, თამარ გველესიანის, ინფორმაციით, ზესტაფონში ყოველდღიურად კორონავირუსის 100-მდე შემთხვევა ფიქსირდება.
„გუშინ 96 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, – ამბობს თამარ გველესიანი, – სამშაბათს – 171 და ორშაბათს – 151. იმერეთში ვირუსის გავრცელების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, სამწუხაროდ, აქ ფიქსირდება. გამოიკვეთა სუფრის კლასტერი, ასევე გავრცელდა სკოლებსა და საბავშვო ბაღებში.
ამ წუთებში მიმდინარეობს სკოლებისა და საბავშვო ბაღების თანამშრომელთა გეგმიური ტესტირება. შექმნილ მდგომარეობას ვაკონტოლებთ. რამდენიმე სკოლასა და საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია, რადგან აღმზრდელი და მასწავლებლები დაინფიცირდენენ და მათ კონტაქტი ჰქონდათ ბავშვებთან და კოლეგებთან. რამდენიმე კლასი დისტანციურ სწავლებაზეა გადასული.
ტესტირებაზე მომართვიანობაც გაიზარდა, კვირის განმავლობაში ჩივილების მქონე პაციენტებს კლინიკები ტესტავენ, საზოგადოებრივ ჯანდაცვაში მოქალაქეების არაგეგმიური ტესტირება მხოლოდ კვირა დღეს ტარდება. კვირის დანარჩენ დღეებში გეგმიურ ტესტირებებს ვაკეთებთ, ვაკონტლოლებთ თვითიზოლაციასა და კონტაქტებს.
მიმდინარე კვირაში ზესტაფონში სამწუხაროდ ორი ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა კორონავირუსის გართულების გამო. ერთ მათგანს ასთმა აღენიშნებოდა, ხოლო მეორე ჯანმრთელ კატეგორიად ითვლებოდა, ორივე მამაკაცი გადაყვანილი იყო საავადმყოფოში და იმყოფებოდნენ მართვით სუნთქვაზე, თუმცა მდგომარეობა დამძიმდა. გარდაცვლილები, სამწუხაროდ, აცრილები არ იყვნენ.
აცრების მაჩვენებელი ზესტაფონში დაბალია, თუმცა ბოლო რამდენიმე დღე აცრებზე მომართვიანობა გაიზარდა ჩვენთან ნელ-ნელა ისევ დაიწყო აცრებზე მომართვიანობა გუშინ 46 ფაიზერი გაკეთდა და 48 სინოფარმი. სამშაბათს 84 ფაიზერი და 39 სინოფარმი. ასევე გაკეთდა 7 ბუსტერ დოზა. სულ ზესტაფონში 21 000 ადამიანი აცრილი და თითქმის 60%-იანი მოცვა გამოდის. ვაქცინების შემოტანა ინტენსიურად მინდინარეობს. ვაქცინაცია შესაძლებელია როგორც ჯეო ჰოსპიტალის კლინიკაში ასევე ზესტაფონის სისხლის ბანკში.
ვატარებთ საინფორმაციო შეხვედრებს და მოვუწოდებთ მოსახლეობას ვაქცინაციისკენ.
თამთა გოგოლაძე
ევროპის 24 დიპლომატიური წარმომადგენლობა ერთობლივ განცხადებას აქვეყნებს
2025 წლის 4 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
4 აგვისტოს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“
ძუძუთი კვების მსოფლიო კვირეული (WBW) ყოველწლიური ღონისძიებაა,
გაეროს განვითარების პროგრამამ საქართველოში (UNDP Georgia) განაცხადა,