

საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ხარაგაული-კიცხი-ზესტაფონის გზის რეაბილიტაციისათვის ტენდერი 19 103 277.00 ლარზე გამოაცხადა.
ტენდერში 10 მშენებელი კომპანია მონაწილეობდა, ყველაზე დაბალი ფასი შპს „New Road“-მა დაასახელა. ამ კომპანიასთან ხელშეკრულება 14 288 887.78 ლარზე გაფორმდა.
კომპანია „New Road“ შესყიდვების მენეჯერის, გვანცა დაუშვილის ინფორმაციით, ამ საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დაწყებულია. ამჟამად არსებული საფარის მოშორება და დაზიანებულ ადგილებზე საყრდენების გამაგრება მიმდინარეობს.
ხელშეკრულების მიხედვით, ხარაგაული-კიცხი-ზესტაფონის გზის რეაბილიტაცია სამუშაოების დაწყებიდან 18 თვეში, 2023 წლის გაზაფხულზე, უნდა დასრულდეს.
სუნელ-სანელებლებში სუდანის ჯგუფის აზო-საღებავები გამოვლინდა.
ბოლო პერიოდში კვლავ დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც უცნობი პირები
„ახლა შემოდგომაა და სოფელში განსაკუთრებით
გარემოსდაცვითი ზედამხედელობის დეპარტამენტის იმერეთის
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა ერთობლივი განცხადება