

ხარაგაულის #1 საბავშვო ბაღში (გამგე ნანა რევაზიშვილი) 4-5 წლიანთა ჯგუფში გაზაფხულისადმი მიძღვნილი პრეზენტაცია გაიმართა.
პატარებმა საბავშვო პოეტ გივი ჭიჭინაძის ლექსებით აღნიშნეს მშვენიერი გაზაფხულის შემობრძანება.
ლექსები, სიმღერები და სხვადასხვა მხატვრული ნომრები ბავშვებმა არაჩვეულებრივად წარმოადგინეს, რაშიც უდიდესი წვლილი მიუძღვით მათ აღმზრდელებს მაია დევდარიანს, ეკა ტაბატაძეს, ირმა ყანჩაველსა და ლალი შარაშიძეს.
ზეიმზე პატარებმა შეასრულეს თამარ ავალიშვილის მიერ გივი ჭიჭინაძის ლექსებზე შექმნილი სიმღერები „ვინ მოიხმო ჩიტები“ და „ლილეო.“
პრეზენტაციის დასასრულს აღსაზრდელთა მშობლებმა და აღმზრდელებმა აღნიშნეს, რომ ბავშვებმა საუკეთესოდ წარმოაჩინეს საბავშვო ბაღის პროგრამით გათვალისწინებული თემატური პრეზენტაცია.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,