

გასულ 24 საათში ხარაგაულის მუნიციპალიტეტში covid-19-ის 63 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ამით რეგისტრირებულ ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 2556 გახდა.
გასული დღე-ღამის განმავლობაში ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მხოლოდ 5 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამით გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა, ხარაგაულში პირველად დაფიქსირებიდან დღემდე, 1700-მდე გაიზარდა.
დღეისათვის, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ინფიცირებული 822 ადამიანია აღრიცხული. დიდი ალბათობით, covid-19-ით დაავადებულთა რაოდენობა გაცილებით მეტია.
ინფიცირებულთაგან 35 პაციენტი სტაციონარში მკურნალობს. მათგან ერთი მძიმეა და ის თბილისის კლინიკაში იმყოფება.
ამ დრომდე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით სულ 34 ადამიანია გარდაცვლილი. ამჟამად იზოლაციაში 273 პირი იმყოფება.
გეგმიური PSR-ტესტირებით, კორონავირუსი დაუდასტურდა ხარაგაულის კოვიდკლინიკის ერთ თანამშრომელს.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,