

2021 წლის 8 ნოემბერს, ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ, 17 წლის ლ.ხ.-ს ადვოკატებს აცნობა, რომ გამოიყენა დროებითი ღონისძიება.
ევროპის ადამიანის უფლებების 39-ე წესის შესაბამისად, სასამართლომ საქართველოს მთავრობას დაავალა, დაუყოვნებლივ უზრუნველეყოს ბავშვის სიცოცხლის და ჯანმრთელობის გადასარჩენად 12 საათიანი პერსონალური ასისტენტის დანიშვნა – არსებული კანონმდებლობის შესაბამისად. ხოლო კანონმდებლობის შეცვლის შემდეგ კი გაზარდოს ლ.ხ-სთვის მხარდაჭერა და პერსონალური ასისტენტების ზრუნვის საათები.
ორგანიზაციამ პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR), რომლის ადვოკატებიც უწევენ დახმარებას არასრულწლოვანს აღნიშნულ საქმეზე, ეროვნულ სასამართლოებს 2021 წლის აგვისტოში მიმართა: საქმე ეხებოდა 17 წლის ბავშვს, რომელიც დედასთან ერთად ცხოვრობს თბილისში, აქვს აუტისტური სპექტრის დარღვევა, მძიმე გონებრივი ჩამორჩენა და ქცევის აშლილობა.
ბოლო 4 წლის განმავლობაში ბავშვი საკუთარ თავს და დედას აყენებდა მძიმე ფიზიკურ დაზიანებებს, რითიც საფრთხეს უქმნიდა თავის და დედის სიცოცხლეს.
მიუხედავად იმისა, რომ PHR-ის სამართალწარმოების შედეგად მთავრობას უკვე შემუშავებული ჰქონდა 12 საათიანი პერსონალური ასისტენტის მომსახურება, ლ.ხ.- მაინც ვერ იღებდა ამ მომსახურებას, რადგან უშუალოდ სერვისის მომწოდებელი ორგანიზაცია უარს ამბობდა მის მიწოდებაზე მთავრობის მიერ დადგენილი არაადეკვატური პირობების გამო.
სტრასბურგის სასამართლომ 8 ნოემბერს დაავალა საქართველოს მთავრობას დაუყოვნებლივ მიაწოდოს ბავშვს 12 საათიანი პერსონალური ასისტენტის მომსახურება, შესაბამისი პირობებით და ამავე დროს იზრუნოს კანონმდებლობის შეცვლის შემდეგ ამ დახმარების გაზრდაზე.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული საქმე ეროვნულ სასამართლოებში განიხილეს მოსამართლეებმა ბაია ოტიაშვილმა (თბილისის საქალაქო სასამართლო) და დიმიტრი გვრიტიშვილმა (სააპელაციო სასამართლო) და ვერ დაინახეს ბავშვის და მისი დედის წინაშე არსებული საფრთხე, სიცოცხლის და ჯანმრთელობის გარდაუვალი დაზიანების რისკი, რომლის საფუძველზეც ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ 8 ნოემბერს 39-ე წესის შესაბამისად დროებითი ზომა გამოსცა.
PHR აგრძელებს ლ.ხ.-სთვის და სხვა ბავშვებისთვის, აგრეთვე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის და ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის იურიდიული დახმარების გაწევას. აქვე მადლობას უხდის EHRAC-ს (European Human Rights Advocacy Center) მხარდაჭერისთვის.
სამართლებრივი მხარდაჭერა ხორციელდება USAID/PROLoG-ის ფინანსური მხარდაჭერით.
ხარაგაულში საბავშვო თეატრის წრე მოსწავლე-ახალგაზრდობის
შეკითხვაზე, – რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ გული დიდხანს
ექიმი ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი ანტიბაქტერიული საპნების გამოყენების
საფუტკრეში საგაზაფხულო სამუშაოების ჩატარების შესახებ რჩევებისთვის მეფუტკრე გიორგი ლომსაძეს დავუკავშირდით.
სოფლად საგაზაფხულო სამუშაოების დრო დადგა. მიწის დამუშავებისთვის