

პირველი დეკემბრიდან მოქალაქეები სხვადასხვა გასართობ თუ კვების ობიექტებში მხოლოდ „მწვანე პასპორტის“ პრინციპით შეძლებენ შესვლას.
დავინტერესდით, როგორ მოვიპოვოთ „მწვანე პასპორტი“.
იმ პირებს, რომლების სრულად არიან ვაქცინირებულები კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით, პირადობის მოწმობის საფუძველზე „მწვანე პასპორტის“ ანუ კოვიდ ბარათის აღება საზოგადოებრივ ცენტრებსა და იუსტიციის სახლებში შეეძლებათ.
ის დაწესებულებები, სადაც კორონავირუსის დასადგენი ტესტირების გაკეთებაა შესაძლებელი, გასცემენ დოკუმენტს, რომ პირს COVID-19 უკვე გადატანილი აქვს, ასევე ეს დაწესებულებები გააკეთებენ 72 საათიან PCR და 24 საათიანი ანტიგენ-ტესტს, თუმცა ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიდან მოპოვებული ინფორმაციით, ჯერჯერობით უცნობია, უფასო იქნება თუ არა ამ ტესტის გაკეთება მოქალაქეებისთვის.
ამჟამად ასევე ფუნქციონირებს ვებგვერდი – covidpass.moh.gov.ge, რომლის მეშვეობითაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია პირადი მონაცემების შეყვანის შემდეგ თავისი სტატუსის გადამოწმება.
ხარაგაულში საბავშვო თეატრის წრე მოსწავლე-ახალგაზრდობის
შეკითხვაზე, – რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ გული დიდხანს
ექიმი ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი ანტიბაქტერიული საპნების გამოყენების
საფუტკრეში საგაზაფხულო სამუშაოების ჩატარების შესახებ რჩევებისთვის მეფუტკრე გიორგი ლომსაძეს დავუკავშირდით.
სოფლად საგაზაფხულო სამუშაოების დრო დადგა. მიწის დამუშავებისთვის