ქვეყანაში საკმაოდ მომატებულია covid-19-ის შემთხვევები.

COVID-19-ისთვის დამახასიათებელია სხეულის ტემპერატურის მომატება, ხველა, ყელის ტკივილი, ყნოსვის ან გემოს შეგრძნების დაკარგვა, თავისა და კუნთების ტკივილი, ზოგადი სისუსტე, ჰაერის უკმარისობის შეგრძნება, ან მოსვენების დროს ქოშინი (რაც ადრე არ გქონიათ).

COVID-19 ინფიცირებულად ითვლება ადამიანი, რომელსაც ინფექცია დაუდასტურდა ლაბორატორიაში ჩატარებული კვლევით (პჯრ ტესტი – PCR) ან სწრაფი ანტიგენ ტესტით.

ხველება და ტემპერატურის მატება ახასიათებს სხვა ვირუსულ ინფექციებსაც. ამიტომ, თუ ახველებთ, გაქვთ სურდო ან ტემპერატურა, არ ნიშნავს, რომ აუცილებლად კოვიდ-ინფიცირებული ხართ. მიუხედავად ამისა, შესაძლებლობის ფარგლებში, შეეცადეთ რამდენიმე დღე გაატაროთ იზოლაციაში. როგორც წესი, სხვა ვირუსული ინფექციით გამოწვეული სიმპტომები, სტანდარტული მიმდინარეობისას 3-5 დღეში ქრება.

 მაღალი რისკის კონტაქტად ითვლება პირი, რომელსაც სიმპტომების გაჩენამდე ან ლაბორატორიული ნიმუშის აღებამდე 48 საათის განმავლობაში:

► ჰქონდა პირდაპირი შეხება COVID-19 ის დადასტურებულ შემთხვევასთან 1 მეტრზე ნაკლები დისტანციით 15 წუთზე მეტი დროით;

► ჰქონდა ფიზიკური კონტაქტი COVID-19-ის დადასტურებულ შემთხვევასთან;

► ჰქონდა დაუცველი უშუალო კონტაქტი COVID-19-ით ინფიცირებულის მიერ გამოყოფილ სეკრეტთან (მაგ.: ხველის ან ცემინებისას), რომელიც დახურულ სივრცეში იმყოფებოდა (მაგ. სახლი, საკლასო ოთახი, შეხვედრების ოთახი, საავადმყოფოს მოსაცდელი ოთახი და ა.შ.)

► COVID-19 ის დადასტურებულ შემთხვევასთან 15 წუთზე მეტი ხნის განმავლობაში.

► დააკვირდით თქვენს ჯანმრთელობის მდგომარეობას. თუ აღმოაჩენთ, რომ გაგიჩნდათ COVID-19-ისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, აუცილებელია ტესტირების ჩატარება;

► თუ დაგიდასტურდებათ COVID-19, ექიმი თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობისა და სიმპტომების შესაბამისად მიიღებს ბინაზე მკურნალობის ან ჰოსპიტალიზაციის გადაწყვეტილებას.

► თუ პასუხი უარყოფითია, განაგრძეთ იზოლაციის წესების დაცვა. თუ თვითიზოლაციის პერიოდში არ გამოგივლინდათ COVID-19-ისთვის დამახასიათებელი არც ერთი საეჭვო ნიშანი,  იზოლაცია სრულდება დაწყებიდან მე-12 დღეს.

 იზოლაციის წესები:

► არ გახვიდეთ გარეთ;

►  არ მიიღოთ სტუმრები;

►  ოჯახის წევრებთან ფიზიკური კონტაქტი იქონიეთ მხოლოდ აუცილებელი საჭიროების დროს, რაც შესაძლებელია მცირე დროით და ფიზიკური დისტანციის დაცვით, პირბადის აუცილებელი გამოყენებით; იქონიეთ  პირადი ჭურჭელი, თეთრეული და ჰიგიენის ნივთები.

 ორონავირუსისგან თავის დაცვის ყველაზე ეფექტური საშუალება არის ვაქცინაცია.

ინფიცირების პრევენციისთვის გაითვალისწინეთ შემდეგი დამატებითი რეკომენდაციები:

► მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს;

► გაიკეთეთ პირბადე დახურულ სივრცეებში, ხალხმრავალ ადგილებში და იმ ადამიანებთან ახლოს კონტაქტის დროს, რომლებსაც აქვთ კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები;

► დაიცავით 2-მეტრიანი ფიზიკური დისტანცია (პირბადის გამოყენების შემთხვევაშიც);

► ხშირად დაიბანეთ ხელი საპნითა და წყლით (40-60 წამის განმავლობაში) ან ალკოჰოლის შემცველი 70%-იანი  ხსნარით (20-40 წამი).