

ბოლო 48 საათში – 6 და 7 ნოემბერს – ხარაგაულის მუნიციპალიტეტში covid-19-ის 98 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამით ამ ვირუსით ინფიცირების საერთო რაოდენობა, ხარაგაულში პირველად დაფიქსირებიდან დღემდე, 2436-მდე გაიზარდა.
გასულ შაბათს კორონავირუსით ნებოძირში 89 წლის კაცი გარდაიცვალა. ის ჯერ ხარაგაულის საავადმყოფოში, ხოლო ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების შემდგომ – თბილისის კლინიკაში მკურნალობდა. ამ დრომდე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით სულ 34 ადამიანია გარდაცვლილი.
გასულ შაბათ-კვირას მხოლოდ 3 ინფიცირებული გამოჯანმრთელდა და ამით გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 1690-მდე გაიზარდა.
დღეისათვის covid-19-ით 712 ხარაგაულელია ინფიცირებული. მათგან სტაციონარში 36 პაციენტი მკურნალობს.
ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ექიმ ნინო ყიფშიძის ინფორმაციით, კორონავირუსი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელშია დაფიქსირებული. ამჟამად განსაკუთრებით ბევრი ინფიცირებულია ნებოძირსა და ვარძიაში.
დღეს, 8 ნოემბერს, ხარაგაულისა და ბორითის კოვიდკლინიკების მედპერსონალი გაიტესტება. მათი ტესტირების პასუხები ხვალისთვის გახდება ცნობილი.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,