

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურომ მორიგ სხდომაზე მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზებო ობიექტთა ნუსხა განიხილა.
საპრივატიზებო ობიექტთა ნუსხის პროექტის მიხედვით, დაბა ხარაგაულში საპრივატიზებო ობიექტებია:
სოლომონ მეფის ქ. #46-ში მდებარე ავტოფარეხი მასზე დამაგრებული მიწის ფართით; არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობები – სოლომონ მეფის ქუჩაზე სახაჭაპურესთან, სოლომონ მეფის ქუჩის მეორე შესახვევთან, წერეთლის ქუჩაზე, ე. წ. „დევებთან“ ხარაგაული-ძირულას საავტომობილო გზის მესამე კილომეტრზე, საბავშვო ბიბლიოთეკის მიმდებარედ, სოლომონ მეფის ქუჩის დასაწყისში.
საპრივატიზებო ობიექტთა ნუსხაშია:
სოფელ კიცხის საბავშვო ბაღის ყოფილი შენობა, მშენებარე საბავშვო ბაღის შენობა მასზე დამაგრებული მიწით და ამავე სოფელში არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ორი ფართობი;
თეთრაწყაროს ყოფილი კოლმეურნეობის ადმინისტრაციული შენობა, მაღაზია, მაღაზია-ჯიხური მასზე დამაგრებული მიწით და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობი;
მაქათუბანში – ხისა და ქვის შენობები მასზე დამაგრებული მიწის ფართობებით;
ბორითში – ყოფილი ამბულატორიის შენობა მასზე დამაგრებული მიწით;
დიდვაკეში – ყოფილი ამბულატორიის ფართი;
მოლითში – კავშირგაბმულობის საველე ნაგებობა მასზე დამაგრებული მიწით;
ბაზალეთში – დანგრეული ყოფილი ბოსლის შენობა მასზე დამაგრებული მიწით;
ხორითში – ყოფილი ფურნე და მაღაზიის შენობა მასზე დამაგრებული მიწის ფართობებით;
ღორეშაში – კლუბი, ბიბლიოთეკა, კანტორა (დანგრეული), ბიბლიოთეკა (დანგრეული შენობა), ყოფილი საავადმყოფოს დამხმარე სათავსო, ექიმის სახლი ამ შენობებზე დამაგრებული მიწის ფართობებით;
წყალაფორეთში – საბავშვო ბაღის შენობა-ნაგებობა მასზე დამაგრებული მიწით;
ლახუნდარასა და ხონში – ყოფილი კლუბ-კანტორის შენობები მათზე დამაგრებული მიწით;
ნადაბურში ყოფილი ფურნის შენობა, სამჭედლო და საწყობი მათზე დამაგრებული მიწით;
ზედა ლაშეში – ყოფილი დაწყებითი სკოლის შენობა მასზე დამაგრებული მიწით და ზედა ლაშის მოსაცდელის მოპირდაპირე მხარეს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობი;
საღანძილეში – არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ორი ნაკვეთი.
ამ ობიექტთა ნუსხას საკრებულო 6 აპრილის მორიგ სხდომაზე განიხილავს და დაამტკიცებს.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,