წინა წლებში თანხები კონკრეტული სოფლებისთვის განისაზღვრებოდა სხვადასხვა კრიტერიუმების მიხედვით. ახლა მუნიციპალიტეტს მიეცა უფლება, რომ თავად განსაზღვროს სოფლებისთვის თანხის ოდენობა.

„ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლებთან და მაჟორიტარ დეპუტატებთან ერთად შევთანხმდით, რომ ხარაგაულის მუნციპალიტეტისთვის გამოყოფილი თანხის 20%-ით განვახორციელოთ ერთი ისეთი პროექტი, რომლითაც ისარგებლებს მუნიციპალიტეტის ყველა მაცხოვრებელი,“, – ამბობს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი მალხაზ ფხალაძე.

დანარჩენი თანხა, – სულ 610 ათასი ლარი კი სოფლების მიხედვით შემდეგნაირად განაწილდა:

ვარძია – 23 ათასი ლარი;
ხიდარი – 22 ათასი ლარი;
პატარა ხარაგაული, ღორეშა, კიცხი – თითოეულ სოფელს 20-20 ათასი ლარი;
ლეღვანი – 15 ათასი ლარი;
ბორითი – 14 ათასი ლარი;
ხუნევი, ლახუნდარა – თითოეულ სოფელს – 13-13 ათასი ლარი;
გოლათუბანი, ჩრდილი, ვახანი – თითოეულ სოფელს – 12-12 ათასი ლარი;
ზვარე, მარელისი – თითოეულ სოფელს – 11-11 ათასი ლარი;

საქასრია, მაქათუბანი, უბისა, საქარიქედი, თეთრაწყარო, ლაშე, ნადაბური, ფარცხნალი, გედსამანია, ვერტყვიჭალა, ვერტყვილა, გრიგალათი – თითოეულს 10-10 ათასი ლარი;

ბორი, ნებოძირი, სარგვეში, საღანძილე, წაქვა – თითოეულ სოფელს 8-8 ათასი ლარი;

ბაზალეთი, მოლითი, ქვები, ჩხერი, წყალაფორეთი, წიფა, ხევი – თითოეულს 7-7 ათასი ლარი;

სერბაისი, ღვერკი, დეისი, ჯაფაროული, ახალსოფელი, ისლარი, ციცქიური – თითოეულ სოფელს 6-6 ათასი ლარი;

ღარიხევი, ზედუბანი, დიდვაკე, უჩამეთი, ხემაღალი, ხორითი, საბე, ზარანი, ვანი – თითოეულ სოფელს 5-5 ათასი ლარი;

ქროლი, წიფი, ერეთა, ვაშლევი, კვესრევი, ამაშუკეთი, ნუნისი, კიცხის იგორეთი, პატარა სახვლარი, ლაშის იგორეთი, ბეჟათუბანი, ჭარტალი, ბაბი, ანიულა, გოლისი, მირონწმინდა, სხლითი, ღუდუმექეთი, ხონი, პატარა ვარძია, ჩალხაეთი, გუდათუბანი, ფონა, ბჟინევი – თითოეულ სოფელს 4-4 ათასი ლარი.