

„დღეს კლინიკიდან გავწერეთ კორონავირუსისგან გამოჯანმრთრელებული, 85 წლის პაციენტი, რომელიც თავიდან ძალიან შეშინებული იყო. თუმცა, შევძელით, რომ ვირუსი ერთად დაგვემარცხებინა“, – წერს სოციალურ ქსელში ხარაგაულის სავადმყოფოს ექთანი ნათია ჭანტურია.
85 წლის ბაბულია ჭიპაშვილს კორონავირუსი 24 ოქტომბერს დაუდასტურდა.
„ძალიან შემეშინდა და საავადმყოფოში გადამიყვანეს, – ამბობს ქალბატონი ბაბულია, – ექიმები და ექთნები თავს მევლებოდნენ. თითოეული პაციენტის მიმართ დიდ ყურადღებას იჩენენ.
ყველა ინფიცირებული, რომელიც ხარაგაულის საავადმყოფოში მოხვდება, მშვიდად უნდა იყოს. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი მედპერსონალი თითოეული პაციენტის სიცოცხლის სადარაჯოზე დგას. კიდევ ერთხელ მადლობა მათ, გამოჩენილი პროფესიონალიზმისა და ყურადღებისთვის“.
საქართველოში ეპიდვითარების დამძიმების შემდეგ ხარაგაულის საავადმყოფო კოვიდკლინიკად გადაკეთდა და იქ დასაქმებული სამედიცინო პერსონალი კოვიდინფიცირებულებს ემსახურებიან.
„ძალიან დამღლელი და სტრესულია კოვიდკლინიკაში მუშაობა, – ამბობს ნათია ჭანტურია, – თუმცა ვცდილობთ, პოზიტივი შევინარჩუნოთ და პაციენტებსაც გავუზიაროთ. ჩემი პროფესია ძალიან მიყვარს და თითოეული გამოჯანმრთელებული ადამიანი ჩვენთვის დიდი გამარჯვებაა. შარშანდელს აქეთ, 300-ზე მეტ პაციენტს ვუმკურნალეთ, მათგან მხოლოდ ერთი გარდაიცვალა”.
თამთა გოგოლაძე
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,