
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ვეტერინართა ორი ჯგუფი შედგა.
თითოეულ ჯგუფში ორი ვეტერინარია. მათთან ერთთვიანი ხელშეკრულება გაფორმდა.
ვეტერინარებმა ძაღლებისა და კატების ცოფის პროფილაქტიკური იმუნიზაცია უნდა აწარმოონ. ნოემბერში მუნიციპალიტეტის ყველა სოფელს ვერ მოიცავენ.
სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონალური სამმართველოს უფროსი ინსპექტორი ხარაგაულში ავთო ვეფხვაძე ამბობს, რომ ვაქცინაციის პროცესი გაზაფხულზე იმ სოფლებიდან დაიწყება, რომლებშიც მისვლასაც ახლა ვერ შეძლებენ.
ავთო ვეფხვაძე აღნიშნავს, რომ ვეტერინართა თითოეულმა ჯგუფმა დღეში 40 სული ცხოველი უნდა აცრას. ერთმა ჯგუფმა 880 დოზა უნდა გახარჯოს, ანუ ორივემ ერთად – 1980.
„ამ თვეში მაქსიმალურად შევეცდებით, რომ რაც შეიძლება ბევრი სოფელი მოვიცვათ. ბაზალეთის, საბე-სარგვეშის, კიცხის, ლაშის, საღანძილის თემში ვაქცინაციის პროცესი მიმდინარეობს.
ვახანის მხარესაც მინდა გადავწვდეთ. სავარაუდოდ, ძირულას ხეობის სოფლები დაგვრჩება. ვეტერინარებს გეგმა რაც აქვთ, იმას მაქსიმალურად შეასრულებენ. ამ პროცესში მეც ჩართული ვარ და ერთდოზიანი ვაქცინებით ვმუშაობ.
ვფიქრობ, ვეტერინარები ერთი თვის შემდეგ აღარ ისურვებენ ხელშეკრულების გაგრძელებას. ხარაგაულში რთული ეპიდსიტუაციაა. ვეტერინარებს კი ოჯახებში მისვლა უწევთ.
მიუხედავად იმისა, რომ ისინი სპეციალური ტანსაცმლითა და პირბადეებით აღჭურვილები არიან, ეს მათთვის მაინც სარისკოა“,- ამბობს ავთო ვეფხვაძე.
ლიკა ხიჯაკაძე
გარემოს ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ 8 აგვისტოს დღის მეორე ნახევრიდან
სკინტლის სკანდალთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება
„დღეს 7 აგვისტოა და უსამშობლოებს მინდა შევახსენო:
ევროკავშირი მკაცრად გმობს ცნობილი ქართველი ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის
ერთ თვეზე მეტია, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში