
ხიდრის საჯარო სკოლის ინგლისური ენის პედაგოგმა მზია ბერაძემ, e-Twinning plus – ის პროგრამის ფარგლებში, ევროპული ხარისხის ნიშანი მიიღო.
ეს პროგრამა მასწავლებლებსა და მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, სპეციალური პლატფორმის გამოყენებით, აქტიური კომუნიკაცია დაამყარონ ევროპის ქვეყნების სკოლებთან.
მზია ბერაძე, მოსწავლეებთან ერთად, აღნიშნულ პროექტში 2017 წლიდან მონაწილეობს. ამ ხნის განმავლობაში მათ დიდი გამოცდილება დაუგროვდათ, რაც მიღწეული შედეგის განმაპირობებელი გახდა. ევროპული ხარისხის ნიშანი წელს ხარაგაულიდან მხოლოდ ხიდრის საჯარო სკოლამ მიიღო.
„სექტემბერში ადგილობრივი ხარისხის ნიშანი მივიღეთ, – გვამცნობს მზია ბერაძე, – e-Twinning plus – ის საქართველოს წარმომადგენელმა ჩვენი, როგორც მაღალი ქულის მქონე სკოლის პროექტი, საერთაშორისო მხარდაჭერის ჯგუფის ხელმძღვანელთან გაგზავნა.
პროექტმა ხარისხის ნიშანი რომ მიიღოს, ეროვნულ სასწავლო გეგმასთან უნდა იყოს ინტეგრირებული. ყურადღებას აქცევენ პროექტის ინოვაციურობას, შემოქმედებითობასა და ტექნიკურ მხარეს.
ჩვენ მსოფლიოს სხვადასხვა სკოლებთან გვქონდა კომუნიკაცია. განსაკუთრებული თანამშრომლობით საბერძნეთის, უკრაინის, თურქეთისა და აზერბაიჯანის სკოლების წარმომადგენლები გამოირჩევიან.
მოსწავლეებს პლატფორმაზე პირადი გვერდები აქვთ, საიდანაც დამოუკიდებლად შეუძლიათ მასალების ატვირთვა. ამ წარმატების ცენტრში სწორედ ჩემი მოსწავლეები არიან. მადლობა ჩემს სკოლას, მოსწავლეებსა და e-Twinning plus- ის მენეჯერს ხატია მატკავას“.
მზია ბერაძის განმარტებით, ევროპული ხარისხის ნიშანი ხიდრის საჯარო სკოლას ევროპულ სკოლებს შორის ცნობადს გახდის. მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შესაძლებლობას მისცემს, სხვადასხვა აქტივობაში ჩაერთონ და ამა თუ იმ რესურსზე ხელმისაწვდომობა გაეზარდოთ. ამას გარდა, ეს წარმატება ხიდრის საჯარო სკოლას ავტორიზაციის პროცესშიც წაადგება.
e-Twinning plus- ის პროექტში ზემო იმერეთის მუნიციპალიტეტების სხვა სკოლებიც მონაწილეობდნენ. ევროპული ხარისხის ნიშანი კი, ხიდრის საჯარო სკოლასთან, ერთად ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ მე-2 სვირის საჯარო სკოლამ (პედაგოგი ლიანა ცხადაძე) დაიმსახურა.
როგორ უნდა ჩაერთონ მასწავლებლები e-Twinning plus-ში და რა არის ამისთვის საჭირო, – ამ შეკითხვით ამ პროექტის მენეჯერს, ხატია მატკავას მივმართეთ.
„პროგრამას სამუშაო ელექტრონული პორტალი გააჩნია, სადაც მასწავლებლებს ინდივიდუალური პროფილები აქვთ. ამის საშუალებით ისინი ერთმანეთთან უკავშირდებიან და პროექტებს ერთად გეგმავენ.
პირველ რიგში, პროგრამაში ჩასართველად საჭიროა მასწავლებლის სურვილი. პორტალზე რეგისტრაცია ღიაა. ნებისმიერ აქტიურ მასწავლებელს შეუძლია დარეგისტრირდეს. ჩვენს ბაზაში, ავტომატურად, სკოლაც რეგისტრირდება.
აქამდე შეზღუდვა გვქონდა და რეგისტრაციის გავლა წელიწადში მხოლოდ ერთხელ შეიძლებოდა. ახლა ეს შეზღუდვა მოიხსნა“, – განმართავს ხატია მატკავა.
საქართველოში e-Twinning plus-ის პროგრამა, თბილისის მასწავლებლის სახლთან თანამშრომლობით, 2013 წლიდან ხორციელდება. მისი მიზანია, მასწავლებლებს პროფესიულ განვითარებასა და ევროპის სხვადასხვა სკოლის პედაგოგებთან თანამშრომლობაში დაეხმაროს.
ლიკა ხიჯაკაძე
ლინკზე შეგიძლიათ იმ სკოლათა ჩამონათვალს გაეცნოთ, რომლებმაც 2021 წელს ევროპული ხარისხის ნიშანი მიიღო.
გარემოს ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ 8 აგვისტოს დღის მეორე ნახევრიდან
სკინტლის სკანდალთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება
„დღეს 7 აგვისტოა და უსამშობლოებს მინდა შევახსენო:
ევროკავშირი მკაცრად გმობს ცნობილი ქართველი ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის
ერთ თვეზე მეტია, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში