22 წლის ელიზაბეთ სტოუნი მსოფლიო კლასის მოცურავეა. წლევანდელ პარაოლიმპიურ თამაშებზე სტოუნი აშშ-ის სახელით ასპარეზობდა და რამდენიმე მედალი მოიპოვა. გოგონა წარმოშობით საქართველოდან არის. ის ქუთაისის ბავშვთა თავშესაფარში იზრდებოდა.
ელიზაბეთ სტოუნი, იგივე ქეთევან ხურციძე, ბავშვთა თავშესაფრიდან მიჩიგანელმა ფსიქოთერაპევტმა ლინდა სტოუნმა იშვილა და აშშ-ში ჩაიყვანა.
ელიზაბეთის ბიოლოგიური დედა 73 წლის ლიანა ხურციძე საქართველოში, სოფელ დიხაშხოში ცხოვრობს, მამას ამბერკი ერქვა. ოჯახში ქეთევანი მესამე შვილი იყო.
მის დაბადებამდე 3 წლით ადრე ოჯახში ტყუპები გაჩნდნენ: ელიზაბეთის ძმა – ლაშა და და – თეონა.
“რადიო თავისუფლების” კორესპონდენტმა ქეთევანის ბიოლოგიური დედა და მისი ახლობლები სოფელ დიხაშხოში მოინახულა.
ქეთევანის გამზრდელის, ლინდა სტოუნის თქმით, ქეთევანის შვილად აყვანის შემდეგ მშობლიური ქვეყნიდან ძალიან შორს, მიჩიგანში დაბრუნდა. თურმე ქეთევანი მეზობლის ბავშვებთან თამაშის დროს ქართულად ლაპარაკობდა და მეგობრებს ქართულად ლაპარაკსაც ასწავლიდა. ლინდა აცხადებს, რომ ელიზაბეთთან ერთად საქართველოში ჩასვლას და ხურციძეების გაცნობას აპირებს.
“ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ბიოლოგიურ დედას შევხვდებოდი. ყოველთვის მინდოდა საქართველოში დაბრუნება. ვფიქრობ, ჩვენი შეხვედრა ამაღელვებელი იქნება”, – ამბობს ქეთევანი.
წყარო: www.palitratv.ge
ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი