

2021 წლის ხარაგაულის „ეტალონი მოსწავლე“ ქეთევან მანჯავიძე გახდა.
ქეთევანი გიმნაზიის მე-11 კლასში სწავლობს და უკვე მეორე წელია, „ეტალონის“ კონკურსში მონაწილეობს. ეს კონკურსი მისთვის საკუთარი ცოდნისა და უნარების რეალიზაციის კარგი შესაძლებლობაა.
გამარჯვების მოლოდინში ძალიან ნერვიულობდა. ეს წარმატება ქეთევანისთვის შემდგომი საფეხურების დასაპყრობად მოტივაციის მიმცემი გახდა.
„კონკურსი დისტანციურად მიმდინარეობდა, – გვიამბობს ქეთევანი, – ტექნიკური კუთხით პრობლემები არ შემქმნია, მაგრამ დროის ლიმიტმა შემიშალა ხელი. 30 წამში უნდა მომესწრო შეკითხვისა და პასუხების წაკითხვა-გააზრება. ეს ძალიან მცირე დროა, თუმცა, ყველაფერმა კარგად ჩაიარა.
ამ გამარჯვებამ ჩემი თავის რწმენა შემმატა. დავრწმუნდი, რომ ამ წლების განმავლობაში დრო ტყუილად არ დამიკარგავს.
მინდა შემთხვევით ვისარგებლო და მადლობა გადავუხადო ჩემს სკოლას, მასწავლებლებს, მეუფე მელქისედეკს, მამა პავლესა და მამა თომას.
„საქართველოს ეტალონი მოსწავლის“ გამოსავლენი კონკურსისთვის აქტიური მზადება ჯერ არ დამიწყია. თავისუფალ დროს ვცდილობ, წინა წლის ტესტებს გადავხედო, რადგან წარმოდგენა მქონდეს იმაზე, თუ რა სახის შეკითხვები იქნება.
ზუსტად არ ვიცი, მაგრამ სავარაუდოდ ეს კონკურსი დეკემბერში გაიმართება“.
ქეთევანი აქტიური მოსწავლეა. ამჟამად „flex“-ის გაცვლითი პროგრამის კონკურსში მონაწილეობს. იმედოვნებს, რომ სასურველ შედეგს მიაღწევს. სკოლის დამთავრების შემდეგ მას სწავლის გაგრძელება ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტზე სურს. სწავლის პერიოდში გეგმავს გაცვლით პროგრამებშიც სცადოს ბედი – ევროპისა და ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებში ისწავლოს.
„ჩემი ხარაგაულის“ რედაქცია ქეთევანს წარმატებებსა და დასახული მიზნების მიღწევას უსურვებს.
ლიკა ხიჯაკაძე
ხარაგაულში საბავშვო თეატრის წრე მოსწავლე-ახალგაზრდობის
შეკითხვაზე, – რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ გული დიდხანს
ექიმი ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი ანტიბაქტერიული საპნების გამოყენების
საფუტკრეში საგაზაფხულო სამუშაოების ჩატარების შესახებ რჩევებისთვის მეფუტკრე გიორგი ლომსაძეს დავუკავშირდით.
სოფლად საგაზაფხულო სამუშაოების დრო დადგა. მიწის დამუშავებისთვის