

ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ექიმის, ნინო ყიფშიძის ინფორმაციით, ეს მონაცემი, შესაძლოა, დღის განმავლობაში კიდევ გაიზარდოს.
„გუშინ გაკეთებული PCR ტესტების მონაცემთა დამუშავება ლაბორატორიამ ვერ მოასწრო. დაახლოებით 30-მდე ტესტის პასუხს ჯერ კიდევ ველოდებით“, – ამბობს ნინო ყიფშიძე.
ხარაგაულში კორონავირუსის პირველად დაფიქსირებიდან დღემდე სულ 1 876 შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 1 565 გამოჯანმრთელდა, 28 ინფიცირებული გარდაიცვალა.
ამჟამად ხარაგაულში covid-19-ის 283 აქტიური შემთხვევაა, მათგან 81 ინფიცირებული ბავშვია. დაავადებულებიდან 37 სტაციონარში მკურნალობს.
ნინო ყიფშიძის თქმით, ხარაგაულში კორონავირუსის მატარებელ ადამიანთა რიცხვი ბევრად მეტია.
„ზოგი ადამიანი საჭიროდ არ თვლის, რომ სიმპტომების არსებობის შემთხვევაშიც კი, კორონავირუსზე ტესტი გაიკეთოს, რადგან ეს დაავადება ჩვენი მოგონილი ჰგონია და კორონავირუსის არსებობის არ სჯერა. ტესტირებაზე მოსული ადამიანები არ აკონკრეტებენ, თუ ვისგან შეიძლებოდა გადასდებოდა ვირუსი და ზოგ შემთხვევაში სიმპტომების დამალვასაც ცდილობენ“, – ამბობს ნინო ყიფშიძე.
ხარაგაულში საბავშვო თეატრის წრე მოსწავლე-ახალგაზრდობის
შეკითხვაზე, – რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ გული დიდხანს
ექიმი ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი ანტიბაქტერიული საპნების გამოყენების
საფუტკრეში საგაზაფხულო სამუშაოების ჩატარების შესახებ რჩევებისთვის მეფუტკრე გიორგი ლომსაძეს დავუკავშირდით.
სოფლად საგაზაფხულო სამუშაოების დრო დადგა. მიწის დამუშავებისთვის