

ხვალიდან, 27 ოქტომბრიდან, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი 21-ვე საბავშვო ბაღი დროებით იხურება.
ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორის, მამუკა ჭიპაშვილის ინფორმაციით, ხარაგაულში ამ დრომდე 8 საბავშვო ბაღი კორონავირუსის გავრცელების გამო დახურულია.
„იმ საბავშვო ბაღებში, სადაც სააღმზრდელო პროცესი მიმდინარეობს, ბავშვების რაოდენობა ძალიან შემცირებულია. ხარაგაულში არსებული ეპიდსიტუაციის გამო, მივიღეთ გადაწყვერტილება, რომ 2 ნოემბრამდე სასწავლო პროცესი ყველა საბავშვო ბაღში შეწყდეს.
ხარაგაულის ჯანდაცვის ცენტრთან კომუნიკაციით მივიღებთ გადაწყვეტილებას, როგორ გავაგრძელებთ საქმინობას ორი ნოემბრიდან. შესაძლოა, დროებით ონლაინ სწავლებაზე გადავიდეთ. ყველაფერი ეპიდვითარებაზეა დამოკიდებული“, – ამბობს მამუკა ჭიპაშვილი.
ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში ხარაგაულის კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის ცენტრის
ევროკომისიამ დაიწყო განაცხადების მიღება Blue Book-ის
თითქმის ერთი წელია, რაც ხარაგაულის
ზაფხულის პერიოდში ტყის ხანძრების რისკი მნიშვნელოვნად იზრდება.
ამ წუთებში, ხარაგაულის სოფელ ფარცხნალში, ტრადიციული